სახელმწიფო ფერმერებს ციტრუსების დაზღვევაში დაეხმარება

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე საკუთარი მოსავლის დაზღვევა სამასამდე ფერმერმა გადაწყვიტა.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დაიწყო ციტრუსების დაზღვევის პროგრამა, რომლის წყალობით ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და სხვა კულტურები, შეძლებენ ბუნებისგან მიყენებული ზარალის თავიდან არიდებას, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ციტრუსების დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. ფერმერებს შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს 5 ნოემბრამდე მიმართონ და დააზღვიონ თავიანთი მოსავალი სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან, საშემოდგომო ყინვისგან.

სახნავი მიწა - Sputnik საქართველო
ცვლილებები აგროდაზღვევაში: დაირეგისტრირეთ მიწა და დააზღვიეთ მოსავალი

„ჩვენ ჩავრთეთ ჩვენი მუნიციპალიტეტების სპეციალისტები. ასევე კონტაქტები გვაქვს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ფაქტობრივად გუშინ ინფორმაცია უკვე გავრცელებული იყო მეციტრუსეების ზონაში დაზღვევის პროგრამის შესახებ“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ ტელეკომპანია Ajara TV-ს ეთერში.

ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსავლის დაზღვევა სამასამდე ფერმერმა გადაწყვიტა. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ არაუმეტეს 5 ჰექტარი ფართობი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო დანარჩენი 30% ფერმერმა თავად უნდა გადაიხადოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0