აჭარიდან დაახლოებით 23,6 ათასი ტონა მანდარინია ექსპორტირებული

© Photo: Courtesy of Ministry of Agriculture of Georgiaსაექსპორტოდ გამზადებული მანდარინი
საექსპორტოდ გამზადებული მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობამ სუბსიდია გამოუყო ფერმერებს, რომლებმაც არაკონდიცირებული მანდარინი გადამამუშავებელ საწარმოებს მიაწოდეს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ციტრუსების მოსავლის აღება დასრულებულია — საქართველოდან ექსპორტირებულია დაახლოებით 23,6 ათასი ტონა ციტრუსი, ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და კატარში.

რუსულ ბაზარზე მანდარინი მიმდინარე სეზონზე, ისევე, როგორც გასულ წელს, გავიდა სახმელეთო გზით — საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსის" გავლით, ასევე საზღვაო გზით — ბათუმის პორტიდან ნოვოროსიისკში.

არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელი - Sputnik საქართველო
12 მილიონი ევრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად

ქართული მანდარინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, შვიდწლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წელს განახლდა.

გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო დაახლოებით 28 ათასი ტონა მანდარინი. აქედან 58,1% რუსეთზე მოდიოდა.

საექსპორტო ბაზრის კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსით უზრუნველსაყოფად მიმდინარე სეზონზე მანდარინს ციტრუსების დაფასოებისა და შეფუთვის 30-მდე საწარმო იღებდა.

საქართველოს მთავრობამ კვლავ გამოუყო სუბსიდია ფერმერებს, რომლებმაც არაკონდიცირებული მანდარინი გადამამუშავებელ საწარმოებს მიაწოდეს.

არასტანდარტულ მანდარინს იძენდა ორი კომპანია — TCF GEORGIA და Georgian industrial Asset Management Group. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში საკონსერვო ქარხნებმა მიიღეს და გადაამუშავეს 8,3 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი.

ამ სეზონზე კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინს ყიდულობდნენ 1 კილოგრამს 0,2 ლარად, სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსგან კილოგრამზე 0,1 ლარის სახელმწიფო სუბსიდიას იღებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0