მაქინაციები ანაკლიის პორტის მშენებლობაში – მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებენ

© Sputnik / Levan Avlabreliგანმუხური
განმუხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელისუფლების მიერ ანაკლიაში მიწის ნაკვეთების მითვისების სქემა გახსნა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს დაუბრუნონ 2 ათასი ჰექტარის საერთო ფართობის შვიდი მიწის ნაკვეთი, რომლებიც, პროკურატურის მონაცემებით, მათ 2009-2010 წლებში ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბაბით ჩამოართვეს.

ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი >>

ეს ნაკვეთები საქართველოს ოთხ მოქალაქეს ეკუთვნოდა.

აღნიშნული დარღვევები საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტმა გამოავლინა.

პროკურატურის მტკიცებით, ხელისუფლებამ ზუგდიდის რაიონის ოთხი მცხოვრების მიწის ნაკვეთები მიითვისა, რადგან კომპენსაციის გადახდა არ სურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფა ითხოვა.

კომპანია Anaklia City-ს ფინანსური დირექტორი გიორგი ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ ანაკლიაში ნავთობის ტერმინალის აშენებაზე უარი თქვა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ აღნიშნული მიწის ნაკვეთების გადაფორმების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა.

2011 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღრმაწყლოვანი პორტის და პარალელურად ქალაქ ლაზიკის მშენებლობის დაწყება დააანონსა, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მშენებლობის პროექტი გაყინეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახორციელებს, რომელიც ქართულმა TBC Holding-მა და ამერიკულმა Conti International LLC-მ დააფუძნეს.

პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კონსორციუმ Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

ამ ეტაპზე პირველი სახმელეთო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია: აშენებულია 2,5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი, 110 ჰექტარზე მოიხსნა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, გასუფთავდა არეალი შენობებისა და საშიში ნარჩენებისგან, მოიხსნა ნაპირსამაგრი ნაგებობების 550 ელემენტი.

ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა >>

ანაკლიის პორტის მშენებლობისა და შემდგომი განვითარების გეგმა ცხრა ფაზისგან შედგება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. ამის შემდეგ ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 384 კონტეინერს შეადგენს. ცხრავე ფაზის გავლის შემდეგ პორტი ყოველწლიურად 6 მილიონი კონტეინერის მიღებას შეძლებს.

ყველა ახალი ამბავი
0