ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა

© Sputnik / Levan Avlabreliსაფეხმავლო ხიდი ანაკლიაში
საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობაც ახლახან დაიწყო, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), ანუ, სხვაგვარად „შუა დერეფნის“ (Middle corridor) ასოცირებული წევრი ორგანიზაცია გახდა, აღნიშნულია პორტის Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ეს გადაწყვეტილება ბაქოში TITR-ის სხდომაზე ერთხმად მიიღეს. პორტების მსოფლიო კონფერენცია IAPH Baku 2018 ბაქოში სამშაბათიდან მიმდინარეობს.

„შუა დერეფნის წევრებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივაც, რომ იგრძნობოდა მხარდაჭერა და დიდი მოლოდინი, რომელიც ახალი პორტის მიმართ ჩვენს პარტნიორებს აქვთ. საქართველო „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა ჩვენს ქვეყანაში შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის აუცილებელი პირობაა“, — განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ანაკლიის პორტი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისთვის

მისი თქმით, ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ შესამჩნევად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ ფუნქციონირებს და მშენებლობა მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბური პროექტია. მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მარტის დასაწყისში კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" პორტის განვითარების გენერალური გეგმა წარმოადგინა, რომელიც 50 წელზეა გათვლილი.

საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი: საქართველო - მომავლის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის

პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთობლივად შემუშავდა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც გადის ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვის აკვატორიაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოზე და შემდეგ თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე.

მისი წევრები არიან  წამყვანი საზღვაო და სატრანსპორტო კომპანიები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან.


ყველა ახალი ამბავი
0