რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ღვინის ექსპორტისგან ათ თვეში

© FB / DecanTer wine & shopღვინის მაღაზია თბილისში
ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
იანვარ-ოქტომბერში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 20%-ით გაიზარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 68,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 12%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 162 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20% შეადგინა.

ჭაჭა - Sputnik საქართველო
პირველად საქართველოში - თელავში „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 50% (199997 ბოთლი), პოლონეთი – 30% (2788029), დიდი ბრიტანეთი – 50% (103724) და აშშ – 1% (399054).

ასევე შეინიშნება ზრდა ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 477% (99774), ჩეხეთი - 70% (33450), ნიდერლანდები - 39% (63951), საფრანგეთი - 15% (113297), ესტონეთი - 12% (464792), ლატვია - 12% (1427836), ლიეტუვა - 7% (366552),  გერმანია - 3% (378954) და ა.შ.

ასევე გაზრდილია ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი - 102% (135294), მონღოლეთი - 44% (162390), ყირგიზეთი - 37% (179610), უკრაინა - 34% (8346700), ყაზახეთი - 16% (3112202), რუსეთი - 10% (42344328), ბელარუსი - 3% (1353042) და სხვა.

ქართული ღვინო გამოფენაზე Expovina ციურიხში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო შვეიცარიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: რუსეთი (42344328), უკრაინა (8346700), ჩინეთი (5410667), ყაზახეთი (3112202) და პოლონეთი (2788029).  

ამასთან, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის 10 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 32,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 8% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 322 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 47%. სულ ექსპორტირებულია 915 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ქარვისფერი ღვინო The Washington Post-ის ყურადღების ცენტრში მოექცა >>

სულ ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 252,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს.  

ყველა ახალი ამბავი
0