პირველად საქართველოში - თელავში „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა

© FB / Woodsyჭაჭა
ჭაჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭაჭის ფესტივალი მოიცავდა მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომლებმაც კახეთის რეგიონის ეთნოგრაფია, ტრადიციები და რიტუალები გააცოცხლა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე „ჭაჭის ფესტივალი“ გაიმართა, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. აქტივობის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში წარმოებულ ჭაჭას და დააინტერესოს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები.

ქართული ღვინო და ყველი გამოფენაზე - Sputnik საქართველო
თბილისში ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მცირე თეატრალიზებული წარმოდგენები, რომლებმაც შუა საუკუნეების კახეთის ეთნოგრაფია, ყოფა-ცხოვრება, ჩვეულებები და ჭაჭის გამოხდის პროცესი გააცოცხლა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოტანილ ჭაჭასთან ერთად დაეგემოვნებინათ კახური სამზარეულოს კერძებიც.

ფესტივალზე წარდგენილ საუკეთესო ჭაჭის მწარმოებელს ჟიურის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა. ჭაჭის ფესტივალი ჰიმნით „ბალადა ვაზზე“ თელავში მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ გახსნა.

ფესტივალი ჩატარდა საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0