თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, „დედა ენის“ ბაღში 4 ნოემბერს ქართული ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
„ხაშმის საფერავი" თამარ მეფის ნაკვალევზე >>
ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ნატურალური ქართული პროდუქცია - ღვინო, ჭაჭა, ქართული ყველის სხვადასხვა სახეობა, ასევე უამრავი ტკბილეულობა და დელიკატესები.
ფესტივალის მონაწილეებს შორისაა Badagoni, Kakhaberi’s Wine, Chikadze Wine Cellar, რძის ნაწარმის კომპანია Marleta და სხვ.
ღვინის კომპანია Talaveri-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალი სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სტუმრებს ელოდება სასიამოვნო გარემო და ელექტრონული მუსიკა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.