საქართველოში პირველად საფერავის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის ფესტივალი
ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო ჟიურის წევრები საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ საუკეთესო ღვინოს გამოავლენენ.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საფერავის საერთაშორისო კონკურსი, რომლის მიზანია წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის – საფერავისა და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზება, საქართველოში 15-17 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო" ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი" დაემატა

კონკურსზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ღვინის მწარმოებლებს, ინდივიდუალურ მეღვინეებს, კოოპერატივებსა და მეღვინეთა გაერთიანებებს.

კონკურსზე ღვინო წარმოდგენილი უნდა იყოს ბოთლით, ეტიკეტით, რომელზეც აღნიშნული იქნება ინფორმაცია მწარმოებელი კომპანიის შესახებ, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი ან ქვეყანა, მოცულობა. კონკურსზე წარმოდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობაა 400 ბოთლი.

საკონკურსო ნიმუშებს შეაფასებს ჟიური, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი იქნება. კონკურსის გამარჯვებულს შესაბამისი დიპლომი გადაეცემა.

მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ.

 

ყველა ახალი ამბავი
0