მამუკა ბახტაძე ჩინელ ბიზნესმენებს ერთობლივ პროექტებში იწვევს

© FB / Government of Georgiaმამუკა ბახტაძე და Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიკინგი
მამუკა ბახტაძე და Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიკინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ.

პეკინის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით.

საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი - Sputnik საქართველო
საქართველოდან ჩინეთში საქონლის ექსპორტი გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და Bank of China-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა „ვაჭრობა და ინვესტიციები".

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოს ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან სტუმრობენ

მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და რა თქმა უნდა, ღვინო.

ყველა ახალი ამბავი
0