ქედაში ბავშვის დაღუპვის გამო თურქეთის მოქალაქეებს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიბრალდებულთა სკამი
ბრალდებულთა სკამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატი თურქეთის მოქალაქეების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა თურქეთის სამ მოქალაქეს, რომლებსაც ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში 6 წლის ბავშვის დაღუპვა ედებაღ ბრალი, იუწყება პირველი არხი.

ქედაში ექვსი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს >>

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა. ბავშვს, რომელიც თავისი სახლის ეზოში თამაშობდა, ქვა დაეცა. ეს მოხდა აფეთქების შემდეგ, რომელიც ახლომდებარე ქვის კარიერზე განხორციელდა.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
აჭარაში კარიერზე აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელ სამუშაოებს თურქული კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა.

დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

„არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ გავასაჩივრებთ.  არ იყო საჭირო პატიმრობა, ასეთი მკაცრი სასჯელი, როცა ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის ცნობილი, რამე ბრალეულობაზე რომ იმსჯელო“, – განაცხადა ადვოკატმა, ვაჟა ხახუტაიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0