თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. 6 წლის ბავშვი დაიღუპა აჭარაში, დაბა ქედაში ქვის კარიერზე აფეთქების სედეგად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
აფეთქების მომენტში ბავშვი თამაშობდა თავისი სახლის ეზოში, რომელიც კარიერიდან 100 მეტრით არის დაშორებული.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სახლის ეზოში აფეთქების შედეგად ასხლეტილი ქვა ბავშვს დაეცა.
შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ხოლო კომპანიის ხელმძღვანელები დაკითხვაზე დაიბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, (სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე.