როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliმაღალსართულიანი კორპუსები თბილისში
მაღალსართულიანი კორპუსები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც მას რბილი და ფუმფულა „პუფები“ დახვდა.

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე 25 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადავარდა და სასწაულებრივად გადარჩა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო დახმარების  ბრიგადა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მამაკაცი გადმოვარდა

25 წლის მამაკაცის თქმით, მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა, გარეთ გადავარდა და ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა.

ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. მას სათანადო გამოკვლევები უტარდება. გადარჩენილი ახალგაზრდა რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0