ბათუმი ნატოს ხომალდებს მასპინძლობს

ნატოს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის პორტში გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შევიდნენ, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
„ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა

ხომალდები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის შემადგენლობაში შედიან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში არსებული პროგრესი ხელს შეუწყობს ჩვენ რეგიონში, ზოგადად, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაღრმავებას", – განაცხადა რიჟვაძემ.

ნატოს სამხედრო ხომალდები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

ნატოს ხომალდები საქართველოში 5 ნოემბრამდე გაჩერდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური