„ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვამ განმარტა, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ რუსული მხარე „ადეკვატურ ზომებს“ მიიღებს ამ ალიანსში საქართველოს შესვლის საპასუხოდ

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. „ადეკვატური ზომების“ მნიშვნელობას, რომელთა მიღებისთვის მზად არის რუსული მხარე საქართველოს ნატოში შესვლის საპასუხოდ, სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„პოზიტიური შედეგები" – ზახაროვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე >>

„ეს (ნატო - რედ.) პეპლების მოყვარულების, ფილატელისტების კლუბი კი არაა, ეს ადამიანები რომელიმე სამშვიდობო პროცესების კუთხით ჰუმანიტარულ კავშირებს არ ავითარებენ. ეს არის სამხედრო ბლოკი, რომლის მიზანს, რომელიც ღიად არის დეკლარირებული, წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ასპექტში - ჩვენი განვითარების შეკავება თუ არ დაშვება. ყველაფერი, რაც გნებავთ. ისინი თავიანთ მოსაზრებებს სხვადასხვაგვარად აყალიბებენ“, - განაცხადა ზახაროვემ.

მისი თქმით, რუსეთის შეშფოთების წყაროა ნატოს ხელმძღვანელობის, მათ შორის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებები.

„ჩვენ გვესმის ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღე ვუსმენთ ბატონ სტოლტენბერგის და სხვა ბატონების განცხადებებს, რომლებიც ნატოს ქვეყნების ხელმძღვანელები არიან და ლიდერობენ იქ. მშვენივრად გვესმის, რომ მათი მიზანია ჩვენთვის ალყის შემორტყმა და ამის შემდეგ თქვენ სვამთ კითხვას, როგორ ადეკვატური ზომებს მიიღებს რუსული მხარე? ამ კითხვას სამხედრო ექსპერტები უპასუხებენ. მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა", - უპასუხა ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე.

ჟენევა - Sputnik საქართველო
ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სსრკ დიდი ხანია დაიშალა, ხოლო ნატო არსებობას და გაფართოებას განაგრძობს.

„საბჭოთა კავშირი არ არსებობს, არ არსებობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. არ არსებობს საბჭოთა რესპუბლიკები, არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოები თავისი ღია და მშვიდობიანი დღის წესრიგით. პოსტსაბჭოთა სივრცეში არ არსებობს არანაირი ვარშავის ხელშეკრულება და არანაირი სამხედრო ბლოკი, რომლის მიზანი იქნებოდა აგრესიული პოლიტიკა და რიტორიკა დასავლეთის ქვეყნების მიმართ. ეს ყველაფერი არ არსებობს, მაგრამ ნატო და ნატოსეული მიზნები არ შეცვლილა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური