ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს მიმართავს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპრეზიდენტო არჩევნები 2018. ხმების დათვლა
საპრეზიდენტო არჩევნები 2018. ხმების დათვლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უცხოეთში მცხოვრები 15 000 საქართველოს მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ, ნათქვამია ცესკო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების შეფასებები >>

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება

საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა. უცხოეთში ფუნქციონირებდა 55 საარჩევნო უბანი. პირველ ტურში კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა უცხოეთში მყოფმა თითქმის 15 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო.

ვერც ერთმა კანდიდატმა 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტური გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, 38,64% მიიღო. ხმების ცოტაოდენი რაოდენობით ჩამორჩება მას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 37, 73%.

კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და ვადები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

ყველა ახალი ამბავი
0