სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიის დეპუტატმა გია ვოლსკიმ დაასახელა სამი ფაქტორი, რომლის გამო სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველივე ტურში მოგება ცერ მოახერხა

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა თავისი რესურსის მობილიზაციას აცხადებს და ამომრჩეველს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ჰპირდება.

„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ >>

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრები მეორე დღეა მიმდინარეობს. ხუთშაბათს პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პარლამენტარებთან მოლაპარაკებები გამართა.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე მხარი დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა.

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს კენჭისყრის შემდეგ
სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი არჩევნების დღეს კენჭისყრის შემდეგ

პარტიის ლიდერებმა პირველ ტურში ამოცანად დაისახეს ზურაბიშვილის დიდი უპირატესობით გამარჯვება. მათი გათვლებით, მისი მთავარი კონკურენტები - გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და დავით ბაქრაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) ერთად 27%-ს აღებას შეძლებდნენ.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
„ყველა მინუს ერთი": ოპოზიცია ზურაბიშვილის წინააღმდეგ ერთიანდება

არჩევნების შედეგებმა ხელისუფლება შოკში ჩააგდო. ზურაბიშვილმა 38,64% აიღო, ვაშაძემ - 37,73%, ხოლო ბაქრაძემ -10,97%. რადგან ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, 2 დეკემბრამდე მეორე ტური ჩატარდება.

ცნობილია, რომ ამჯერად ვაშაძეს მხარს დაუჭერს მისი ყოფილი თანამოაზრე ბაქრაძე და მისი გუნდი. მესამე ადგილზე გასულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა თავის მომხრეებს უკვე მოუწოდა ხმა ვაშაძეს მისცენ.

ცვლილებების დროა

მეორე ტურისთვის მმართველმა პარტიამ ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება გადაწყვიტა. შეიქმნება „ქართული ოცნების“ ცენტრალური შტაბი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კიდევ ერთი შტაბი შეიქმნება თბილისში და მას თბილისის მერი კახა კალაძე ჩაუდგება სათავეში.

„ეს მარტივი არჩევნები არ არის. ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, ამიტომ ამ მიზნით ყველა ვერთვებით, რომ ჩვენი ყველა ​ამომრჩეველის დარწმუნება მოვახერხოთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს და ხმა ქვეყნის მომავალს მისცეს“, – განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ივანიშვილის მიერ დაანონსებული ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“ ორ ეტაპად განხორციელდება.

ტელეკომპანია „იმედი“ - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი...

„პირველი ეტაპი არის ახლა მოკლევადიანი, რომელიც ამ მოკლე ვადაში, საარჩევნო კამპანიის მეორე ტურამდე დასაგეგმი ღონისძიებისათვის აუცილებლად გასაკეთებელი, შესაცვლელი და გადასახედია. ეს ჩვენი შიდა საქმეა, ამ შიდა მენეჯმენტს როგორ დავალაგებთ... იმისთვის, რომ მეორე ტურზე ყველა ამომრჩეველი მოვიდეს და ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში რეალური საფრთხეა, თუ ამ არჩევნებში რევანშისტული ძალა მოვიდა, ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა. სახიფათოა არა „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა ბესელიამ.

ცვლილებების მეორე ეტაპი შეეხება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს.

„ყველა პრობლემა, რომელიც დაგროვდა და გვაქვს, ეხება ცალკეული მოქალაქეების ინდივიდუალურ პრობლემებს, თუ კომპლექსური საკითხებია, რომელიც არა ერთ, არამედ 100 და 1 000 ადამიანს აწუხებს, ვთანხმდებით, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად აღიარა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა და 28 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგი ამას ადასტურებს.

„გზავნილი მიღებულია": „ქართულმა ოცნებამ" შეცდომები აღიარა >>

„იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა, მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის შეცდომა იყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხვა წევრმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ ისაუბრა იმის შესახებ, რისი გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლია პარტიას ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის.

„შეუძლებელია ერთ თვეში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გარდატეხა, მაგრამ პრობლემების უფრო ღრმა შესწავლა და ჩვენი ყოფილი ამომრჩევლების შეხედულებების გადახედვა საკმაოდ დიდ რეზერვს გვაძლევს. ქვეყანას კონკრეტული პასუხები სჭირდება: საით მიდის ქვეყანა, რას აკეთებს მთავრობა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატს უჭერს მხარს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე იმოქმედა მრავალმა ფაქტორმა, რომელიც უნდა გამოსწორდეს.

„გვქონდა პრობლემები ორგანიზაციულ ნაწილში, რიგ შემთხვევაში დიდი პრობლემებია. ბევრი ჩვენგანი არ ელოდა კანდიდატზე თავდასხმებს ასეთი ეპითეტებით და დეზინფორმაციის კარგად ორგანიზებული დიდი ტალღის. გარდა ამისა, არჩევნებზე მობილიზებული იყო ისეთი ადამიანები, რომლებსაც გული აუცრუვდათ და თავისი ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომდინარე მეტს ითხოვდნენ და მართლებიც იყვნენ. ასევე ადგილი ჰქონდა თვითდაჯერებულობის ფაქტორს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დიდი უპირატესობით მოიგებდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

არჩევნების წინა ვნებათაღელვა - Sputnik საქართველო
არჩევნების წინა ვნებათაღელვა

ვოლსკის თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ ივანიშვილი, რომელიც უფრო უსმენდა, ვიდრე ლაპარაკობდა, და ასევე ზურაბიშვილი, რომელიც საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კარლო კოპალიანმა პარტიის პოლიტიკის მომავალი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ აბსოლუტურად შევცვლით მიდგომებს, ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და მინდა დაგარწმუნოთ, რომ 1000-პროცენტიანი მოვიგებთ. ყველა დიდ ქალაქში ჩვენ ცუდი შედეგები გვაქვს, უფრო მოვეფერებით, უფრო მივალთ, დავინტერესდებით მათი პრობლემებით და აქედან გამომდინარე, შედეგსაც დავდებთ,“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერს პარტიის შემდგომი გეგმების შესახებ არ უსაუბრია.

ყველა ახალი ამბავი
0