2021 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალი შესაძლოა თბილისში შედგეს

© Sputnik / Alexander Imedashviliბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი „დინამო არენა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის გარდა, მატჩის ჩატარებაზე პრეტენზიას ვენა და სევილია აცხადებენ

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) თბილისში „დინამო არენაზე“ 2021 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალის გამართვით დაინტერესდა, ნათქვამია უეფას ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის გარდა, 2021 წლის უეფას ევროპის ლიგის გადამწყვეტი მატჩის ჩატარების სურვილი ასევე ვენა და სევილიამ გამოთქვეს.

ფეხბურთელი არდა ტურანი - Sputnik საქართველო
„ბარსელონის" ფეხბურთელმა თვითმფრინავში ჟურნალისტი სცემა

ავსტრიის შემთხვევაში, საუბარია სტადიონზე „ერნსტ ჰაპელი“, რომელიც ავსტრიის ეროვნული ნაკრების საშინაო სტადიონია. იქ ასევე ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის მატჩებს ვენის ორი კლუბი ატარებს - „რაპიდი“ და „აუსტრია“, რადგან მათი საშინაო არენები მსგავსი მატჩების ჩასატარებლად ძალიან პატარაა. სტადიონი „ერნსტ ჰაპელი“ 55 665 ადამიანს იტევს.

რაც შეეხება სევილიას, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სტადიონზე სურთ ფინალის ჩატარება. ქალაქში ორი არენაა, რომელიც უეფას კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ეს არის „სევილიას“ საშინაო სტადიონი „რამონ სანჩეს პისხუანი“, რომელიც 45,5 ათას ადამიანს იტევს და „ბენიტო ვილიამარინი“ (54 ათასი), რომელზეც „ბეტისი“ ვარჯიშობს.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2021 წლის ევროპის ლიგის ფინალის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას 2020 წლის მაის-ივნისში მიიღებს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა >>

55 ათას კაცზე გათვლილ „დინამო არენას“ მსგავსი დონის მატჩების ჩატარების გამოცდილება უკვე აქვს. 2015 წლის აგვისტოში აქ გაიმართა უეფას სუპერთასის გათამაშება, რომელშიც „ბარსელონამ“ (ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული) ანგარიშით 5:4 მოუგო „სევილიას“ (ევროპის ლიგის გამარჯვებული).

ყველა ახალი ამბავი
0