საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

© photo: Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ისრაელისა და ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებებს შორისაა.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფეხბურთში პოზიცია გაიუმჯობესა და ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში 93-ე ადგილიდან 92-ზე გადაინაცვლა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 1265 ქულით ისრაელისა (1267) და ტრინიდადისა და ტობაგოს (1263) შორის განთავსდა.

მატჩი საქართველო-ლატვია უეფას ერთა ლიგის ფარგლებში - Sputnik საქართველო
ჯაბა კანკავას გოლი უეფას ერთა ლიგაში საუკეთესოთა ათეულში მოხვდა

ქართული გუნდის პროგრესი უეფას ერთა ლიგაში წარმატებულ გამოსვლებს უკავშირდება. ოქტომბერში ქართველმა ფეხბურთელებმა ტურნირზე ორჯერ გაიმარჯვეს – თბილისში მოუგეს ანდორას 3:0, ხოლო რიგაში ასეთივე შედეგით – ლატვიას. ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრებმა D-ლიგის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის ნახევარფინალში მონაწილეობის საგზური მიიღო.

ნოემბერში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური სტადიის ფარგლებში კიდევ ორ მატჩს გამართავს: 16 ნოემბერს ის გასვლით მატჩში დაუპირისპირდება ანდორას, ხოლო სამი დღის შემდეგ ყაზახეთს საკუთარ მოედანზე შეხვდება.

რაც შეეხება ფიფას რეიტინგის ლიდერს, ეს 1733 ქულით არის ბელგია. მეორე ადგილზე 1732 ქულით საფრანგეთია, ხოლო მესამეზე 1669 ქულით – ბრაზილია.

 

ყველა ახალი ამბავი
0