საერთაშორისო დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არჩევნებზე არ გამოუვლენიათ

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIხმების დათვლა არჩევნებზე
ხმების დათვლა არჩევნებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამკვირვებლები ეჭვქვეშ არ აყენებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალობას

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაიმე სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, განაცხადეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. მოქალაქეები პრეზიდენტს 25 კანდიდატიდან ირჩევდნენ. მათ შორის იყო სამი ძირითადი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვს“ დავით ბაქრაძე.

ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
ცესკო წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს: ზურაბიშვილი – 40,05%, ვაშაძე – 37,93%

 „ჩვენ ვიყავით სხვადასხვა უბანზე, მაგრამ ვადასტურებ, რომ რაიმე განსაკუთრებული არ შემიმჩნევია. რაც დავინახე, იყო ის, რომ პროცედურა ძალზე მნიშვნელოვანი იყო კომისიის წევრებისთვის, რომ ყველამ იცოდა, რას აკეთებდა და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ესტონეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის წარმომადგენელმა მერის ერიკმა.

ლატვიის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა ანრის ციმდარსმა აღნიშნა, რომ ხმების დათვლის პროცესი მშვიდად და კორექტულად მიმდინარეობს.

 „შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც ვნახე. დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე ვიყავი და არანაირი დარღვევა არ მინახავს. ადგილობრივ დამკვირვებლებსაც არანაირ დარღვევაზე არ მიუთითებიათ. პირიქით, ისეთი სენსიტიური პროცედურა, როგორიც ხმების დათვლაა, ძალიან მშვიდად და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ანუ, პროცედურას იცავდნენ. იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კორექტული იყო“, – განაცხადა ციმდარსმა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გასამარჯვებლად

მოლდოვის წარმომადგენელმა ვლადიმირ სარბანმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ეჭვქვეშ არ აყენებს.

„სადაც ვიყავით, პრაქტიკულად არსად შემინიშნავს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა ან ხარვეზი. რაღაც წვრილმანები – ეს ყველგან ხდება. არის ნიუანსები, მაგრამ ეს დეტალებია, რომლებიც ზოგად სურათს არ აფუჭებს. ჩემი აზრით, ზოგადი სურათი ასეთია – საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. სხვა საქმეა, ამას როგორ შეაფასებენ კანდიდატები, რომლებმაც წააგეს. ეს სხვა ხასიათის პრობლემაა“, – განაცხადა სარბანმა.

ეგზიტპოლების შედეგად, დიდი ალბათობით, გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც პრეზიდენტის სავარძლისთვის სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებენ.

საქართველოს ცესკომ უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოქვეყნება. ამ ეტაპზე ხმების რაოდენობით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი – 43,20%, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე – 34,69%.

ყველა ახალი ამბავი
0