თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოაცხადა.
შედეგები შეჯამებული 512 უბნის მონაცემების მიხედვით, როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ეს მთლიანი მონაცემების მხოლოდ 13%–ია.
თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ხმების რაოდენობით ლიდერობს დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი –40,05%, შემდეგ მოდის გრიგოლ ვაშაძე – 37,93%, ხოლო დავით ბაქრაძეს ხმათა 10,83% აქვს.
სხვა დანარჩენ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა მიიღო შალვა ნათელაშვილმა – 4,16%. ზურაბ ჯაფარიძეს აქვს 1,63%, ხოლო დავით უსუფაშვილს – 1,54%
თამარ ჟვანიას განცხადებით, გრძელდება ოქმების შესვლა საარჩევნო კომისიაში და ეს მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.