თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბიტკოინის მეათე საიუბილეო თარიღი 30 ოქტომბერს თბილისში აღინიშნება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს ციფრული ეკონომიკების ასოციაციაში.
ბიტკოინი კრიპტოვალუტის ერთ-ერთი სახეა, კრიპტოვალუტა — ვირტუალური ფული.
საქართველოში ბიტკოინის მოპოვება ძალიან პოპულარული საქმიანობაა, ქვეყანა მეორე ადგილზეც კი გავიდა მსოფლიოში კრიპტოვალუტების მაინინგში დახარჯული ელექტროენერგიის ოდენობით.
კრიპტოვალუტის მოპოვება დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილეობით მოიპოვებენ „მონეტებს".
ბიტკოინის დაბადების დღეს საქართველოს დედაქალაქში ქართველი და უცხოელი პარტნიორების ორგანიზებით აღინიშნება და მას საერთაშორისო კონფერენცია და სპეციალური ღონისძიება მიეძღვნება.
გამომსვლელებს შორის არიან: კრიპტო-ეკონომისტი და TetraSales-ის დამფუძნებელი ევგენი რომანენკო, investrelations.com-ის დამფუძნებელი მაიკლლ იჩკოვსკი, Blicico-ს დამფუძნებელი კირა ლამნიმარსელი, Arcona Digital Land-ის დამფუძნებელი დანიილ ჯირდია, Deex.exchange-ის დამფუძნებელი ვლად ზაპოჟნიკოვი, ბიზნესმენი და ქოუჩი ვიაჩესლავ სტავიცკი, investrelations.com-ის დამფუძნებელი ოლგა ფილატოვა, coinmania.shop-ის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში, საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, კრიპტოევანგელისტი, coinmania.exchange-ის თანადამფუძნებელი ზურაბ კერძევაძე, საქართველოს მაინერთა ასოციაციის წევრი, კრიპტოინვესტორი და მრჩეველი, საქართველოს ბიტკოინის საელჩოს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე, ლუნა გრუპის თანადამფუძნებელი გიორგი სალია და სხვა.
მედია პარტნიორების სია კი ასე გამოიყურება: Ituber, ნავიგატორი, BitNewsToday (BNT), Whales Avenue, CoinFox, newsBTC, CSHBCLUB, loffl. cryptoinvest.biz, bitnovosti.com, innmind.com, letknow.news, atticlab.net, BitTrader Group, bits.media, the owners, freedman club, CryptoAcademy, Fork Log
უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს რამდენიმე ორგანიზაცია - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია, „კოინმანია“, საქართველოს ბიტკოინის საელჩო, ოქროს საწმისი და ლუნა გრუპი. უცხოელი სტუმრებისთვის გადატვირთულ ქუჩებში გადაადგილების დისკომფორტის ასარიდებლად ქართველმა მასპინძლებმა ღონისძიების ყველა ეტაპი ერთ ლოკაციაზე დაგეგმეს.
კონფერენციის მსვლელობის პროცესში დაგეგმილია ე.წ. Coffee break, ხოლო დღის ბოლოს გაიმართება სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ბანკეტი. სტუმრებს ქართული სიმღერის მოსმენის, ეროვნული ცეკვების ხილვის, ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ღამის 12 საათზე კი საიუბილეო ტორტიც გაიჭრება.
ქართველი მასპინძლები სტუმრებისთვის ქალაქგარეთ გასვლას, ღვინის ტურის ორგანიზებას და ქართული კერძების დეგუსტაციას გეგმავენ.