რატომ უღირს ბიზნესს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება

© Sputnik / Levan Avlabreliკონფერენცია „მაინინგი“
კონფერენცია „მაინინგი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ვირტუალური ფულით ანგარიშსწორებას მომგებიანად სულ უფრო მეტი კომპანია მიიჩნევს.

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ კრიპტოვალუტას AISI COIN გადახდის საშუალებად კიდევ ერთი ბიზნესი – ლაუნჯ-ბარი „ჰელიუმი“ ამკვიდრებს, განაცხადა AISI COIN-ის შემქმნელი კომპანია Luna Group-ის დამფუძნებელმა გიორგი შერვაშიძემ.

„მიხარია, რომ ბიზნეს-სექტორი გამოთქვამს მზადყოფნას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. AISI COIN-ის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში ნიშნავს მეტ ინოვაციას, მეტ სარგებელს და მეტ კმაყოფილ მომხმარებელს თავად ობიექტისთვის“, – აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

კრიპტომატი თბილისის სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
„აისი კოინი“ — დახარჯეთ ქართული კრიპტოვალუტა რესტორნებსა და კაფეებში

AISI COIN-ით ანგარიშსწორების შემთხვევაში ბიზნესი განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიოს არ იხდის. კლიენტის მიერ საბანკო ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევაში კი ყოველი განხორციელებული ტრანზაქციის საკომისიო გადახდილი თანხის 2-5%-ს შეადგენს. გარდა ამისა,  კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში აღსანიშნავია ტრანზაქციის სიჩქარეც.

„თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში ეს პრობლემა მთლიანად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია“, – განაცხადა Resto-Bar and Sushi Lounge-ის მმართველმა მენეჯერმა დავით ქარსელაძემ.

Helium Resto-Bar and Sushi Lounge-ში AISI COIN-ით ანგარიშსწორება 27 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, 26 ოქტომბერს კი კომპანიები თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
რამდენ ბიტკოინად შეიძენთ ბინას თბილისში

Helium Resto-Bar and Sushi Lounge რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. Luna Group-ი უკვე თანამშრომლობს ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“, კომპანიები „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“.

კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების შემთხვევაში კლიენტს ანდროიდის ტელეფონი სჭირდება, რომლითაც ის დააფიქსირებს QR-კოდს და შემდეგ ტელეფონიდანვე საკუთარი ელექტრონული საფულიდან ვირტუალურ ფულს გადარიცხავს.

Luna Group-ში მუშაობენ სპეციალური აპლიკაციის შესაქმნელად Iphone-ის მომხმარებლებისთვისაც.

მსოფლიო ბანკი: საქართველო ბიტკოინის მაინინგით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია >>

რაც შეეხება თვითონ AISI Coin-ს, ის უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა.

ამ ეტაპზე ქართულ კრიპტოვალუტა AISI Coin-ს 3000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მართალია საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ქვეყანაში გადახდის კანონიერ საშუალებას, მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება მაინც ხდება და ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ბარტერი.

ყველა ახალი ამბავი
0