გრიგოლ ვაშაძე - „მეორე ტურსაც მოვიგებთ“

© Sputnik / Alexander Imedashviliგრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Edison Research” ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით გაერთიანებული ოპოზიცის და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ხმების 40 -40 % აიღეს.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში არჩევნებს მოიგებს.
„დარწმუნებული იყავით მეორე ტურსაც მოვიგებთ, წყნარად, მშვიდად და ისევე კანონმორჩილად, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„Edison Research” ეგზიტპოლების პირველად შედეგებს აქვეყნებს. 16:00 საათის მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი 40-40% აგროვებს, დავით ბაქრაძე კი 10%.

დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
დავით ბაქრაძემ არჩევნებზე დამარცხება აღიარა

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობა ამერიკულმა ორგანიზაცია „Edison Research”- მა არ გამორიცხა, რომელმაც „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ეგზიტპოლები მოამზადა.

„Edison Research” ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით გაერთიანებული ოპოზიცის და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა - 40 -40 % აიღეს.

„ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალური არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ ამ არჩევნებში მას მოვუგებდით პირველ ტურში, მაგრამ არ არსებობდა გზა, რომლითაც ისინი ისე შეძლებდნენ გაყალბებას, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ გამოცდილი შულერები არიან“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ, თავად კანდიდატი ცესკოს მონაცემებს ელოდება

გრიგოლ ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე აღიარა არჩევნებში დამარცხება და მოუწოდა მხარდამჭერებს მეორე ტურის  გამართვის შემთხვევაში, მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%
საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0