ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ, თავად კანდიდატი ცესკოს მონაცემებს ელოდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 52,3% მიიღო

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებას ეგზიტპოლის მიხედვით, თუმცა, თავად კანდიდატი ცესკოს მონაცემებს ელოდება.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები - ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე – 28.1%, ხოლო მესამეზე - დავით ბაქრაძე 9.2%.

სალომე ზურაბიშვილმა პირველი მცირე კომენტარი გააკეთა ამ შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის ბედნიერია, მაგრამ ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს, რადგან ხმები საარჩევნო კომისიას ჯერ არ დაუთვლია. მისი განცხადებით, ჯერ ცესკოს მონაცემებს უნდა დაველოდოთ.

განსხვავებულია სხვა ეგზიტპოლის შედეგები. ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს, 10% დავით ბაქრაძე. ოპოიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0