ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები - ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი

გამოწერა
ეგზიტპოლების შედეგებით ჯერჯერობით არ არის გარკვეული შედგება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და ტელეკომპანია „იმედის" მონაცემებით

ეგზიტპოლების მონაცემები ასეთია:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%

მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%

მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%

მიეცი ხმა - Sputnik საქართველო
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა - შედეგების მოლოდინში

მეოთხე ადგილი - ზურაბ ჯაფარიძზე 3.3%

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% დავით ბაქრაძე.

ეგზიტპოლი ასევე „ევროპული საქართველოს" დაკვეთით, BCG Research–მა ჩაატარა.

საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0