თბილისი, 28 ოქტომბერი – თბილისი. საარჩევნო უბნები საქართველოში ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ამომრჩეველი, რომელსაც პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან უნდა გაეკეთებინა არჩევანი, საბოლოო შედეგის მოლოდინშია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულია. საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელად მიეცათ შანსი თავად აერჩიათ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ პირველად არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატი.
მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის 43 ქვეყანაში. მიმდინარე არჩევნებზე მთლიანობაში 3 ათას 703 საარჩევნო უბანი გაიხსნა, აქედან უცხოეთში 55.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული – 3 მილიონ 518 ათას 877 საქართველოს მოქალაქეს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია 73 ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 21,8 ათასმა დამკვირვებელმა და 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტმა დამკვირვებელმა გაიარა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს 94 ადგილობრივი და 31 საერთაშორისო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების 2 ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა.