დავით ბაქრაძემ არჩევნებზე დამარცხება აღიარა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVდავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე
დავით ბაქრაძე საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის შემთხვევაში დავით ბაქრაძე გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას ჰპირდება

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძემ 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხება აღიარა.

28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლების მიხედვით „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მესამე ადგილს იკავებს.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ, თავად კანდიდატი ცესკოს მონაცემებს ელოდება

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავზარდეთ ჩენი ამომრჩევლების ბაზა, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერების ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის, რაშიც თავისი როლი ითამაშა ქვეყანაში მდგომარეობის რადიკალიზაციამ, პოლარიზაციამ და სხვა ფაქტორებმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%, მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%, მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ისა და „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს; 10% - დავით ბაქრაძე.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ეგზიტპოლების განსხვავებული შედეგები - ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი

დავით ბაქრაძე ეგზიტპოლების შედეგებს ეთანხმება და ყველა მის მხარდამჭერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ.  ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება მეორე ტურს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩატარდება, ბაქრაძე გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას ჰპირდება.

„მაღალი გათვლებით იქნება მეორე ტური და ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი იმისა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“,- დასასრულს აღნიშნა ბაქრაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური