„ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნოდ იჩხუბეს

© Sputnik / Alex Shlamovწინასაარჩევნო პლაკატები თბილისში
წინასაარჩევნო პლაკატები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი თანაპარტიელები ურთიერთობებს არკვევენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ურთიერთობების გარკვევა და ერთმანეთის დადანაშაულება გადაწყვიტეს.

„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ ოპონენტებისგან პროვოკაციებს ელის

ჯერ კიდევ 2016 წელს ეს პარტიები იყო ერთი მთლიანობა - ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის დამფუძნებელიც იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა დატოვა პარტია და 2017 წლის იანვარში შექმნა პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

დღეისათვის „ევროპული საქართველო“ და მისი კანდიდატი დავით ბაქრაძე იბრძვიან დამოუკიდებლად, „ნაცმოძრაობა“ კი ცხრა წვრილ ოპოზიციურ ძალასთან გაერთიანდა, რათა თავისი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შანსები გაზარდოს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყოფილმა თანამოაზრეებმა ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი პარტიის - ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დახმარებით გარიგება დადეს. მათ პირობა დადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთმანეთს არ გააკრიტიკებდნენ და მეორე ტურში თავიანთ კანდიდატებს მხარს დაუჭერდნენ.

თუმცა „თავდაუსხმელობის პაქტმა“ არ იმუშავა.

ვინ ვის დაუჭერს მხარს

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავება შეახსენა.

თბილისი - Sputnik საქართველო
სკანდალები, შავი პიარი და გახმაურებული საქმეები, ანუ რით ხვდება საქართველო არჩევნებს

„მთელი ამ საარჩევნო კამპანიაში განსხვავებები „ევროპულ საქართველოსა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე კიდევ უფრო გაღრმავდა ვიდრე აქამდე იყო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს შორის პოლიტიკური განსხვავება დღეს არის ძალიან დიდი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ „ნაცმოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს მოსთხოვა პასუხი, არიან თუ არა ისინი მზად მხარი დაუჭირონ ბაქრაძეს, თუ ის მეორე ტურში გავა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ ვაშაძე მოიგებს, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

„ყველა ობიექტური კვლევით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს წინასაარჩევნო მარათონში, რაც მთავრია, ვფიქრობთ, რომ შეიძლება პირველივე ტურში მის სასარგებლოდ დამთავრდეს არჩევნები, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ძალიან მარტივია პასუხი - დიახ, ჩვენ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ მისი არჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა და იგივე მოლოდინი გვაქვს სხვებისგან“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ სპიკერმა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
შეურაცხყოფა და უკანონო აგიტაცია - საია წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საქართველოში

„ევროპულ საქართველოს“ ვაშაძის პასუხი არ მოეწონა.

„სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და იმას, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მეორე ტურში არა სხვა ოპოზიციური ლიდერების, არამედ ამომრჩევლის იმედი აქვს.

რაში გადაიზრდება ეს დაპირისპირება და როგორ აისახება ეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, ორშაბათ ღამით გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო პირველად შედეგებს გამოაცხადებს.

ყველა ახალი ამბავი
0