დემნა გვასალია The Fashion Awards 2018-ის პრემიაზეა ნომინირებული

© courtesy of Demna Gvasaliaდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი „წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერის" ნომინაციაზეა წარდგენილი.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მსოფლიო მოდის ნოვატორი, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია პრემია The Fashion Awards 2018-ის პრემიაზე წარდგენილი ნომინანტების სიაშია, წერს Vogue.

The Fashion Awards-ი მოდის ინდუსტრიის გამორჩეული მოღვაწეების დაჯილდოების ცერემონიაა. ღონისძიება დიდ ბრიტანეთში 1989 წლიდან ტარდება და მასზე მოდის სფეროს გამოჩენილი მოღვაწეები იკრიბებიან.

დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა>>>

The Fashion Awards-ი 2018 წლის 10 დეკემბერს ლონდონში ჩატარდება. გვასალია „წლის საუკეთესო აქსესუარების დიზაინერის" ნომინაციაზეა წარდგენილი.

„წლის საუკეთესო ბრენდის" ნომინაციაზე წარდგენილი არიან Burberry, Gucci, Off-White და Prada, ასევე Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორიც გვასალიაა.

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
ძმები გვასალიები მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდნენ

ყველაზე მთავარი და პრესტიჟული ჯილდოს „წლის დიზაინერი" ტიტულისთვის წელს იბრძოლებენ ალესანდრო მიქელე (Gucci), კლერ უეით კელლერი (Givenchy), კიმ ჯონსი (Dior Home), პიერ პაოლო პიჩოლი (Valentino) და ვირჯილ აბლო (Louis Vuitton).

ნომინაციაში "წლის მოდელი" წარდგენილი არიან ადუტ აკეჩი, ადვოა აბოა, ბელა ჰადიდი, კაია გერბერი და ვინი ჰარლოუ.

სექტემბერში ძმები გვასალიები მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რიცხვში მოხვდნენ. შესაბამისი რეიტინგი BoF 500 ავტორიტეტულმა გამოცემა The Business of Fashion-მა გამოაქვეყნა.

"მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს>>>

გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება.

დემნასა და მისი ძმის გურამ გვასალიას ბრენდია Vetements, რაც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს.

2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.

2017 წელს გვასალია აშშ-ის მოდის დიზაინერების საბჭოს (CFDA) პრემიის „მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გვასალია „საუკეთესო უცხოელ დიზაინერად" დაასახელეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0