თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. წარმატებული ქართველი დიზაინერები დემნა და გურამ გვასალიები BoF 500-ის რეიტინგის მიხედვით მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის მოხვდნენ, რეიტინგი გამოცემა The Business of Fashion —მა გამოაქვეყნა.
„მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს>>>
მოდის ინდუსტრიაში 500 ყველაზე გავლენიანი ადამიანი ს ჩამონათვალი ნიუ-იორკის მოდის კვირეული ფარგლებში წარმოადგინეს, რომლის შემდეგაც მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართა.
BoF 500-ის რეიტინგში გვასალიები პირველად სამი წლის წინ მოხვდნენ. მას შემდეგ ძმები მუდმივად ინარჩუნებდნენ ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს.
BoF 500 პროფესიონალური რეიტინგია, რომელიც 500 დიზაინერს გამოყოფს — სტილისტებს, მოდური ბრენდების დირექტორებს, მოდელებს, ჟურნალისტებს, რომლებმაც გასულ წელს მოდის სამყაროზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინეს. რეიტინგი BoF 500-ის ადრინდელი მონაწილეების ხმის მიცემის, სტატისტიკისა და Business of Fashion —ის ექსპერტების საფუძველზე დგება.
დემნა გვასალიას პოპულარობა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. მისი თითოეული კოლექცია სეზონის ჰიტი ხდება.
Vetements-ი დემნასა და მისი ძმის, გურამ გვასალიას ბრენდია, რომელიც ფრანგულად „ტანსაცმელს" ნიშნავს.
2015 წელს დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა.
დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა, გურამ გვასალიამ კი მოდის სამყაროში Vetements-ის მარკის კომერციული მიღწევებისთვის ჯილდო როგორც საუკეთესო „საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერმა" მიიღო.