დემნა გვასალიას Balenciaga-მ Chanel-ი და Gucci დაჩრდილა

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVASდემნა გვასალია
დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემია "მოდის ოსკარის" მფლობელი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ახალ სიმაღლეებს იპყრობს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლი Balenciaga, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, მოდის სფეროში ყველაზე განხილვად ბრენდად დასახელდა, რომელმაც Chanel-ი და Gucci-იც კი უკან ჩამოიტოვა, ასეთია ბრიტანული გამოცემა The Business of Fashion-ის კვლევის შედეგები.

„ძალზე კარგი ამბავი. Balenciaga ყველაზე განხილვადი მოდის ბრენდია! The Business of Fashion-მა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 65 მილიონი მომხმარებლისა და 12 ათასი ბრენდის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ Balenciaga-მ Gucci-ს პირველობა ჩამოართვა და პლანეტის ყველაზე განხილვადი ბრენდი გახდა", — ნათქვამია გვასალიას Facebook-გვერდზე.

რაც შეეხება ყველაზე მოდურ პროდუქტს, რამდენიმე სეზონის წინ Gucci-მ პირველობა ჩამოართვა Chanel-ს. ახლა კი ანალოგიური დემნამ გააკეთა. Gucci-ს ჩანთები მეორე ადგილზე გადავიდა, ყველაზე მოთხოვნად მოდურ პროდუქტად კი Balenciaga-ს ფეხსაცმელი დასახელდა, ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ კიდმანი - Sputnik საქართველო
ნიკოლ კიდმანს დემნა გვასალიას BALENCIAGA-ს ნივთები მოსწონს

2017 წელს გვასალია ამერიკის მოდური დიზაინერების საბჭოს (CFDA) პრემიის „მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც გვასალია „საუკეთესო უცხოელ დიზაინერად" დაასახელეს.

დემნა გვასალია მოდის სამყაროში დიდი ხანია მოღვაწეობს. ქართველი დიზაინერი ნატიფი ხელოვნების ანტვერპენის სამეფო აკადემიის (Royal Academy of Fine Arts (Antwerp) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან მუშაობდა ფრანგულ მოდის სახლ Maison Margiela-ში, სადაც ქალის კოლექციების ქმნიდა. 2013 წლიდან კი Louis Vuitton-ში გადავიდა.

გვასალია 2016 წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. მან ამერიკელი დიზაინერი ალექსანდრ ვონგი შეცვალა, რომელმაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტი იმუშავა. დემნა ასევე არის პოპულარული ბრენდის Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. Balenciaga-სთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად ქართველი დიზაინერი Vetements-ის ბრენდს არ ტოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0