ნიკოლ კიდმანს დემნა გვასალიას BALENCIAGA-ს ნივთები მოსწონს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ კიდმანი
ნიკოლ კიდმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლივუდის ვარსკვლავს ნიკოლ კიდმანს მოსწონს BALENCIAGA-ს ნივთები, რომლის კრეატიული დირექტორია დემნა გვასალია.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა ნიკოლ კიდმანმა BALENCIAGA-ს სამოსსა და pantashoes-ში ფოტოსესია მოაწყო ჟურნალ Glamour-სთვის, რომელმაც ის შეიყვანა სიაში „წლის ქალი“. BALENCIAGA-ს კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

მომწონს ეს შესანიშნავი ნივთები BALENCIAGA-სგან", — დაწერა Facebook-გვერდზე 50 წლის კიდმანმა.

Pantashoes — ესაა ფეხსაცმელიცა და შარვალიც ერთდროულად, რომელიც გვასალიამ შექმნა და ის ნამდვილი ჰიტი გახდა.

წელს გვასალია „ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს“ (CFDA) პრემიის, მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა ნიუ-იორკში, სადაც გვასალიას საუკეთესო უცხოელი დიზაინერი უწოდეს".

Mercedes-Benz Fashion Week Russia - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე

დემნა გვასალია მოდის სამყაროში დიდი ხანია მოღვაწეობს. ქართველი დიზაინერი ნატიფი ხელოვნების ანტვერპენის სამეფო აკადემიის (Royal Academy of Fine Arts (Antwerp) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან მუშაობდა ფრანგულ მოდის სახლ Maison Margiela-ში, სადაც ქალის კოლექციებს ქმნიდა. 2013 წლიდან კი Louis Vuitton-ში გადავიდა.

გვასალია 2016 წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. მან ამერიკელი დიზაინერი ალექსანდრ ვონგი შეცვალა, რომელმაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტი იმუშავა. დემნა ასევე პოპულარული ბრენდის Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელიცაა.

ყველა ახალი ამბავი
0