ქართველი დიზაინერები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე

გამოწერა
Yandex newsTelegram
წელს ოთხი ქართველი დიზაინერი მოხვდა Mercedes-Benz Fashion Week Russia-ის ჩვენებაზე, რომელიც მოსკოვში 21-26 ოქტომბერს გაიმართება

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველო" ქართველი დიზაინერების ჩვენებების განრიგს გთავაზობთ.

21 ოქტომბერი, 20:30 საათი

ღონისძიების პირველ დღეს საკუთარ კოლექციებს წარადგენენ დიზაინერები თინათინ მაღალაშვილი და ეკატერინე ბუზალაძე. ისინი წარადგენენ კოლექციებს სახელწოდებით „დაცემული ანგელოზი" და „თავისუფალი ფრენა".

© Photo: Сourtesy of Tinatin Magalashviliსამოსი თინათინ მაღალაშვილისგან
Наряд от Тинатин Магалашвили - Sputnik საქართველო
სამოსი თინათინ მაღალაშვილისგან

დიზაინერებს მოსკოვში 36 კოსტიუმი მიაქვთ. მაღალაშვილის კოსტიუმები ძირითადად ხელნაკეთია და რამდენიმე ტონალობაშია გადაწყვეტილი: შავში, თეთრში, წითელში და იასამნისფერში. ბუზალაძის კოლექცია წარმოადგენს აღორძინებას, ახალი ცხოვრების დასაწყისს, რომელიც იმედით არის სავსე. ამიტომაც ის ფერადი და მრავალფეროვანია.

22 ოქტომბერი, 18:00 საათი

დიზაინერი თამთა შინდელიშვილი ძირითადად ქმნის ფეხსაცმელს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის. გამჭვირვალე და ლითონის ქუსლები, ორიგინალური ფორმა და ლამაზი ფასონი — თამთა ქმნის უხეში, სამხედრო და ასევე კლასიკური სტილის ფეხსაცმელს.

ანი დათუკიშვილის მოდელები - Sputnik საქართველო
თბილისში ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი - II

22 ოქტომბერი, 19:00 საათი

გოგა ნიკაბაძე — დიზაინერი, რომელიც მოსკოვში მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და სტილის მქონე ქალების ფავირიტად ითვლება. ბათუმელმა მოდელიერმა პირველი კოლექცია 14 წლის ასაკში შექმნა, 2001 წელს კი მისი ბრენდი GOGA NIKABADZE შეიქმნა. სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს გოგა თბილისის სახელოსნოში ქმნის. მოდელიერის თქმით, ბრენდის მესიჯია "ჭკვიანი ფუფუნება", სამოსი ტრენდების ნამდვილი მოყვარულთათვის, რომელშიც კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა ოდნავ შესამჩნევ აღმოსავლურ აქცენტს ერწყმის.

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / ფოტობანკში გადასვლამოდელი დიზაინერ გოგა ნიკაბაძის ახალი კოლექციის ჩვენებაზე
Модель на показе одежды из новой коллекции дизайнера Гоги Никабадзе - Sputnik საქართველო
მოდელი დიზაინერ გოგა ნიკაბაძის ახალი კოლექციის ჩვენებაზე

25 ოქტომბერი, 19:00 საათი

უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდ MACH & MACH-ის ჩვენება 25 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ბრენდი Mach & Mach დებმა დიზაინერებმა გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს (Gvantsa Mach და Nina Mach).

© AFP 2022 / VALERIE MACONმომღერალი ქეთი პერი
Певица Кети Перри - Sputnik საქართველო
მომღერალი ქეთი პერი

გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი.

თავისი ბრენდი გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით გატაცება არც ისე იშვიათი მოვლენა გახდა უცხოელ ვარსკვლავებს შორის. ქართველი დიზაინერების შეკერილი კოსტიუმებით თავს იწონებენ მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხი მოზა და ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და მსოფლიო დონის სხვა ვარსკვლავები.

 

ყველა ახალი ამბავი
0