გამოკითხვა „ოცნების“ შეკვეთით: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმა შეიძლება მისცეს ამომრჩეველთა 53%-მა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში პირველივე ტურში გამარჯვების გარანტიაა

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ამომრჩეველთა 53%-ს მოიპოვებს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ბიულეტენებში მითითებული იქნება პრეზიდენტობის 25-ვე კანდიდატი >>

ასეთი მონაცემები წარუდგინა „ქართულ ოცნებას“ სოციოლოგიურმა კომპანია „ფსიქოპროექტმა“, რომელმაც მმართველი პარტიის შეკვეთით მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა. არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია

რესპონდენტთა უმრავლესობამ - 27%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს. გამოკითხულთა 10% მხარს უჭერს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ყოფილი მმართველი პარტიის წევრს გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო 9% - ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატს. დანარჩენმა კანდიდატებმა (22 ადამიანი) 6% მიიღო.

ამასთან რესპონდენტთა 48%-მა განაცხადა, რომ არ წავა არჩევნებზე ან ვერ გადაუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა.

კვლევის შედეგებით ალოკაციის გათვალისწინებით (არასაკმარისი რესურსების განაწილების სისტემა) ყველაზე დამაიმედებელ სიტუაციაში ზურაბიშვილია - მას ხმა შეიძლება მისცეს ამომრჩეველთა 53%-მა, რაც პირველივე ტურში მოგების გარანტიაა. გრიგოლ ვაშაძეს 19% აქვს,  დავით ბაქრაძეს - 17%, სხვა კანდიდატებს - 11%.

„აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებს", - განაცხადა მდინარაძემ.

ორი კვირით ადრე „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგები, რომლის თანახმად ბაქრაძემ შეიძლება დააგროვოს 29,1%, ვაშაძემ - 27,5%, ხოლო ზურაბიშვილმა - 20,8%.

პრემიერი: არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდება >>

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ კვლევა ქართულ კომპანია BCG Research-ს შეუკვეთა.

განსხვავებული შედეგები წარმოადგინა კომპანია Edison Research-მა, რომელმაც ჩაატარა კვლევა ოპოზიციური ტელეარხ Rustavi2-ის შეკვეთით. ამ მონაცემებით, ვაშაძე მოიპოვებს 22%-ს, ბაქრაძე - 18%-ს, ხოლო ზურაბიშვილი - 15%-ს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0