ტელეკომპანია Iberia TV-მ მაუწყებლობა შეწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerტელეკამერა
ტელეკამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია Iberia TV-მ მაუწყებლობა შეწყვიტა, პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია Iberia TV-მ ფინანსური კრიზისის გამო მაუწყებლობა შეწყვიტა,  ეკრანზე ერთადერთი წარწერაა - „ხელისუფლებამ Iberia დახურა!!!“

Omega Group–თან დაკავშირებული აუდიოჩანაწერები მონტაჟი აღმოჩნდა>>>

Iberia TV-ის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია დახურვის საფრთხის წინაშე  იმის გამო აღმოჩნდებოდა, რომ ხელისუფლებამ მისი ერთადერთი სპონსორის, კომპანია  Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა. კომპანიას სახელმწიფოს წინაშე 52,8 მილიონი ლარი დავალიანება დაუგროვდა. ამასთან,  უშუალოდ ტელეკომპანიის დავალიანებამ  87 ათასი ლარი შეადგინა. ორივე კომპანია Omega Group-ში შედის.

„ტელეკომპანია Iberia-მ ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა. ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ Omega Group-ზე თავდასხმა პირდაპირ აისახებოდა ტელეკომპანია Iberia-ზე. მოცემულ ეტაპზე ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რაც სურდა - ტელეკომპანია Iberia გაჩერდა. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ვქნათ, რა უნდა ვუთხრა თანამშრომლებს, რომლებიც მოვიდნენ და პროფესიული საქმიანობის გაგრძელება არ შეუძლიათ“, - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან.

ტელევიზიის შენობის შესასვლელთან გამოფენილია პლაკატები წარწერით - „მე ვიცავ იბერიას", „იბერია ხალხს ეკუთვნის“, „იბერიისგან სიმართლე ისმის“.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება

მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ Omega Group Tobacco-ს ანგარიშები დააყადაღა, რეიტინგული ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში Omega Group-ის მფლობელ ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით სკანდალური აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ოქუაშვილი საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ექს–მინისტრ ლევან ყიფიანთან, რომელიც მისგან დიდ თანხას და ძვირადღირებულ მანქანებს ითხოვს მთავრობის სხვა ჩინოვნიკებისთვის, რათა ისინი მას ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.

აუდიოჩანაწერების სხვა ნაწილში ოქუაშვილი კომპანიის აქციონერებთან საუბრობს და ბიზნესის სირთულეებს განიხილავს. ასევე გავრცელდა ოქუაშვილის საუბარი ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან, რომელიც ოქუაშვილს ერთ-ერთ ბიზნესში ჩასმას სთხოვს.

საქმე იქამდე მივიდა, რომ ოქუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ იძულებული გახდა ლევან ყიფიანისთვის მმართველი პარტიისთვის განკუთვნილი 1 მილიონ 780 ათასი დოლარი გადაეცა.

არასამთავრობოები ხელისუფლებაში კრიზისზე საუბრობენ, ხელისუფლება – ოპოზიციის მაქინაციებზე>>>

Omega Group-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა"

„რაც შეეხება ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ეს ყველასთვის გასაგებია და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი პოზიციები. მასთან დაკავშირებით, რაც სხვადასხვა ჩანაწერებში გავრცელდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის პასუხს გასცემენ. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ დავალიანებას ყველა გადაიხდის“, - აღნიშნა ბახტაძემ.

სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება" ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულეს, ხელისუფლებამ კი ოპოზიციის მზაკვრობაზე დაიწყო საუბარი.

კომპანია Omega Group–თან დაკავშირებული თითქმის ყველა აუდიოჩანაწერი, რომელმაც ქვეყანაში სკანდალი გამოიწვია, მონტაჟია, ასეთია საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0