არასამთავრობოები ხელისუფლებაში კრიზისზე საუბრობენ, ხელისუფლება – ოპოზიციის მაქინაციებზე

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი მოსაზრება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სამართლიანობის აღდგენის დაპირებით ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ტრიუმფალური მოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში დემოკრატიის კრიზისისა და კლანური მმართველობის შესახებ დაიწყეს საუბარი.

ივანიშვილს „ალ კაპონეების კრიმინალური ბანდის" შექმნას აბრალებენ – სკანდალი მწიფდება>>>

„ვეხმაურებით ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე, ელიტური კორუფციის ცხად ნიშნებზე და არაფორმალურ კლანურ მმართველობაზე მიუთითებს. მიგვაჩნია, რომ გავლენიანი ჯგუფის მიერ საჯარო ინსტიტუტებზე კონტროლის დამყარება და მათი გამოყენება ჯგუფის ვიწრო მიზნების მისაღწევად საჯარო ინსტიტუტების მოშლას იწვევს“, – ნათქვამია 13 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ

გავლენიანი დაჯგუფებების შესახებ საუბარი უსაფუძვლოდ არ დაწყებულა. ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები ხელისუფლებაში გარკვეული კლანებისა და ელიტური კორუფციის შესახებ. აღნიშნულ ეჭვებს გაურკვეველი წარმოშობის აუდიოჩანაწერებიც აღრმავებს, რომელშიც მმართველი პარტიის წევრები ბიზნესების გადანაწილებასა და წილებზე საუბრობენ.

კრიზისის აღიარება და არასამთავრობოების ქმედებები

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველობის დემოკრატიულ სისტემაში კრიზისის არსებობაზე ერთბაშად რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს.

მათი მოსაზრებით, არსებულ კრიზისზე მეტყველებს კლანური მმართველობა სასამართლოში, რომლის შედეგად სასამართლო ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და ხშირად მმართველი ძალის ინტერესებს ემსახურება.

კრიზისის კიდევ ერთი ნიშანია სამართალდამცველი სტრუქტურების პოლიტიზება, რაც შეუძლებელს ხდის მმართველი ჯგუფის წევრების ან მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების, მათ შორის, კორუფციული დანაშაულების მიუკერძოებელ გამოძიებას.

გარდა ამისა, კრიზისზე მეტყველებს პარლამენტის, როგორც პოლიტიკური ცენტრის სისუსტე და საპარლამენტო პროცესის უბრალო ფორმალობად ქცევა.

კრიზისის კიდევ ერთ ნიშნად არასამთავრობოები მიიჩნევენ ვიწრო ჯგუფების მიერ საჯარო რესურსების მითვისებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. 

Главная прокуратура Грузии - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ განმარტა, რატომ შევიდა ჰოლდინგ Palitra Media-ს გამომცემლობაში

„შექმნილი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ: სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმოქმედონ კონსტიტუციური ვალდებულებების და საჯარო ინტერესების შესაბამისად. ამასთან, არ დაემორჩილონ გარედან მომავალ შესაძლო უკანონო მითითებებს; მოქმედმა და ყოფილმა თანამდებობის პირებმა, ასევე ბიზნესმენებმა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ინფორმაცია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაში უკანონო ჩარევის შესახებ, ღიად განაცხადონ ამის შესახებ; საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოებმა უკვე გამართეს შეხვედრა და საკუთარი მოსაზრება გააცნეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანოზაციების წარმომადგენლებს.

ხელისუფლება წინააღმდეგია

არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთმა მკვეთრმა განცხადებამ ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებს ნაადრევი დასკვნები გამოიტანოს, ის შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან უხერხულ ან სასაცილო მდგომარეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს ყველაზე დიდი პრეტენზია აქვთ ქვეყანაში ობიექტურობაზე, მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ გაურკვეველი აუდიოჩანაწერების საფუძველზე არ შეიძლება დასკვნების გამოტანა“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. 

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
Iberia TV-მ საქართველოს სპორტისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები „წააჩხუბა"

ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაცილებით მკვეთრი იყო თავის შეფასებაში.

„კრიზისი არა ხელისუფლებას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რამდენადაც ისინი წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობენ და ჩანს, რომ მათი კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ აგროვებს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0