საქართველო რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საუკეთესოა – პრემიერი კმაყოფილია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაერომ საქართველო შეიყვანა 13 ქვეყნის სიაში, სადაც ადამიანის უფლებები სათანადოდ არის დაცული.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო 13 ქვეყნის სიაშია, სადაც ადამიანის უფლებები სათანადოდ არის დაცული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანამ რიგი წარმატებული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოთხშაბათს.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში გაიმართა სხდომა, რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინიციატივას Good Human Rights Stories (GHRS). აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოს 13 ქვეყანას აერთიანებს და საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ამ სიაში მოხვდა.

„საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 წარმატებული ქვეყნის სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს", – განაცხადა ბახტაძემ.

Good Human Rights Stories-ის ინიციატივის განხილვაზე ცალკე აღინიშნა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების მხრივ განხორციელებული რეფორმები. ეს სისტემა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბევრჯერ გახდა მკაცრი კრიტიკის ობიექტი.

„განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციურ სისტემაში არსებული პროგრესი. იცით, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ამ სიაში მოხვდა", – აღნიშნა პრემიერმა.

ინიციატივა Good Human Rights Stories ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტავროს ლამბრინიდისმა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიღებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0