„ოცნება“ და ოპოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატ ზურაბიშვილის გამო „ომობენ“

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში დაადანაშაულა

თბილისი,  3 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა  თავი შეიკავონ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ  სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფისგან და „ცივილიზებული წინასაარჩევნო კამპანია“ აწარმოონ.

ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ>>>

მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. სწორედ ამის შემდეგ ოპოზიციამ, განსაკუთრებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს.

ოპოზიციონერების უკმაყოფილება, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე ქვეყანას მართავდნენ,  ზურაბიშვილის  განცხადებებმა  გამოიწვია, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო  2008 წლის აგვისტოს ომი და დაბომბა ცხინვალი. ამის გამო მათ ზურაბიშვილს „ქვეყნის მოღალატე“ და „სამარცხვინო კანდიდატი“ უწოდეს. 

აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

 „მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: არ გინდათ დაამთავროთ ეს ბინძური საარჩევნო კამპანია?  სალომე ზურაბიშვილი ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ეს მისი ინიციატივა იყო. ის ევროპელი ქალია ევროპული ფესვებით... და პასუხად რას იღებს?  თქვენ გამოდიხართ და ქალ–კანდიდატს „სამარცხვინოს“ ეძახით.  ამის შემდეგ ვინმე როგორ შეძლებს თქვენს ნდობას?“, – მიმართა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მთავრობის თავმჯდომარემ ოპოზიციას „ბინძური ტექნოლოგიების“ გარეშე საარჩევნო კამპანიის წარმართვისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ზურაბიშვილის იზოლირების საკითხი დააყენა.

 „საჭიროა ამ ქალის იზოლირება და არა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა. ტრაგედია იმაშია, რომ ბოლო სამი–ოთხი თვის განმავლობაში მათი წარმომადგენლები („ქართული ოცნების“ – რედ.) და მათი კანდიდატი აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც კონსტიტუციურ ჩარჩოს სცილდება და ჩვენს ქვეყანას უქმნიან საფრთხეს“, – განაცხადა ვაშაძემ. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„დასაპირებელი არაფერია": პარლამენტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა

რაც შეეხება ზურაბიშვილს, ის თავდასხმებს ფილოსოფიურად უდგება. თავიდან მან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებთან, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძესთან ერთად  დებატებში მონაწილეობის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, შემდეგ  კი განაცხადა, რომ იქნება ყველას, მათ შორის, ოპოზიციის პრეზიდენტი.

 „როცა მე ამირჩევენ, მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც,  ვინც დღეს მე მლანძღავს, ვინც უხამსი სიტყვებით მომიხსენიებს და ყველაფერში მე მადანაშაულებს. ერთადერთი, რასთანაც გამკლავება ჩემთვის რთულია, არის სიტყვა „მოღალატე“, რადგანაც ამას მორალური მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შეიძლება ამ ქვეყანაში ვინმესთან მიმართებით გამოვიყენოთ. მე უფლებას არ ვაძლევ ჩემ თავს ეს სიტყვები  ვინც არ უნდა იყოს იმასთან მიმართებით გამოვიყენო, თუნდაც მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0