„დასაპირებელი არაფერია": პარლამენტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარება და პრეზიდენტობის კანდიდატების შანსები შეაფასა.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საპრეზიდენტო კანდიდატები რთულ პირობებში არიან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია TV Pirveli-ს ეთერში.

ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები>>>

პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები ექნება – მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იქნება, ყველა მისი გადაწყვეტილება, გარდა მოქალაქეობის მინიჭებისა, ვეტოს უფლებისა და მსჯავრდებულთა შეწყალებისა, მმართველ პარტიასთან და მთავრობასთან შეთანხმებული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მეთაურობის სურვილი ძალიან ბევრს აღმოაჩნდა, თუმცა ცესკოში რეგისტრაცია მხოლოდ 25-მა კანდიდატმა გაიარა.

„შენ არ შეგიძლია დაპირებებზე ისაუბრო (საპარლამენტო მმართველობის პირობებში - რედ.), არ შეგიძლია წარმოადგინო პროგრამა, არაფერი შეგიძლია. და ეს პრობლემაა ამ კამპანიის", – განაცხადა კობახიძემ საპრეზიდენტო კანდიდატების შეფასებისას.

მმართველმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელმაც არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა არ წამოაყენა, მხარდაჭერა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, დეპუტატსა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება - ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა

„დღეს, სინამდვილეში, ამ საარჩევნო მარათონში სამი კანდიდატი მონაწილეობს, დანარჩენები ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს ვერ აიღებენ. ეს სამი კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. და ბოლო ორმა ერთად 27%-ზე მეტი არ უნდა მიიღოს", - აღნიშნა კობახიძემ.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე არჩევნებზე ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია" წარმოადგენს, ხოლო დავით ბაქრაძე პარტიას „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", რომელიც 2017 წელს "ნაცმოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააარსეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ამასთან, პირველივე ტურში.

გარდა ამისა, კობახიძემ ოპოზიცია შავ პიარში დაადანაშაულა.

„გამოდიან „ნაცმოძრაობის", „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, არის კიდევ ვიღაც მესამე, მეოთხე და შავ პიარზე გადავიდნენ. ისინი საუბრობენ არა საკუთარ შეხედულებებზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი პრეზიდენტობა, არამედ საუბრობენ შავ პიარზე, რომელიც ადამიანურობისა და პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოებში არ ჯდება", – აღნიშნა კობახიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0