ივანიშვილი: სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ვიხილავთ

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივანიშვილი მმართველ პარტიას მობილიზებისა და საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

თბილისი,  2 ოქტომბერი  — Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ   კანდიდატ  სალომე ზურაბიშვილს უახლესი ისტორიის სიმბოლო და ღირსეული კანიდატი უწოდა.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში>>>

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია. „ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
კალაძე: ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი გახდება

„ჩვენ ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს. ჩემთვის ეს ქალბატონი უახლესი ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს. ის პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი და დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია... ჩვენ ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ექს–პრემიერმა მმართველ პარტიას მაქსიმალური მობილიზებისა  და ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სალომეს პრეზიდენტის პოსტზე ვნახავთ... მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ჩვენ  აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ლომის წვლილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებით, თანადგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, ზურაბიშვილმა  მმართველ პარტიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამით დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა.

 „იმედი მაქვს, რომ ამ დიდი ნდობის ღირსი ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ქვეყანას ვემსახურო, რომელსაც თქვენც ემსახურებით. დიდი მადლობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„დასაპირებელი არაფერია": პარლამენტის თავმჯდომარემ წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა

სალომე ზურაბიშვილი 1952 წელს პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტი. ეკავა მაღალი თანამდებობები საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში.
ზურაბიშვილი საქართველოში 2003 წელს, საფრანგეთის ელჩის სახით ჩამოვიდა, ხოლო 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. პოსტი წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა და 2005 წლის ნოემბერში შექმნა ოპოზიციური პარტია „საქართველოს გზა".

2010 წლის ნოემბერში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიდის ქართული პოლიტიკიდან. ის სათავეში ჩაუდგა გაეროს იშიშროების საბჭოს კომისიას ირანის წინააღმდეგ სანქციების საკითხებში.

ამჟამად ზურაბიშვილი ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია მეცხრე მოწვევის პარლამენტში.


ყველა ახალი ამბავი
0