სარალიძე საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გვერდით გამოჩნდა

© Sputnik / Alexander Imedashviliზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იგი ყველა პარტიას შეუერთდება, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებისთვის იბრძვიან

თბილისი,  30 სექტემბერი – Sputnk.  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, რომელიც თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციებს მართავს,  გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მივიდა.

მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტმა რეკომენდაციები მიიღო>>>

სარალიძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 10 სექტემბერს განაახლა. აქციებში ასევე მონაწილეობს პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის დეკემბერში  ცნობილი ტერორისტ  ახმედ ჩატაევის დაკავების  სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მოკლული შვილების მამები ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აქციების დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან. ამის საპასუხოდ სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი სამართლიანობის დადგენაა. 

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
„ყველას დიდი ბოდიში“ - სარალიძე ნანობს, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა

 „ჩვენ შევუერთდებით ყველა პარტიას, მნიშვნელობა არ ააქვს რომელ პარტიას, ჩვენ შევუერთდებით ყველა ლიდერს, რათა ერთობლივი ძალებით ვებრძოლოთ უსამართლო ხელისუფლებას“,  – განაცხადა სარალიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში პრეზიდენტობის 25–მა კანდიდატმა გაიარა რეგისტრაცია.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი. სარალიძის მკვლელის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, პროკურატურა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
სარალიძემ პარლამენტის წინ კარვების გაშლის ნებართვა ითხოვა

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ყველა დამნაშავის დასჯას. სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რის გამოც მისი ლიკვიდირება მოხდა. მაჩალიკაშვილის მამა აღნიშნულ ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილს მკვლელობის დროს ეძინა.

ყველა ახალი ამბავი
0