მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტმა რეკომენდაციები მიიღო

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tapeყვითელი ლენტი დანაშაულის ადგილას
ყვითელი ლენტი დანაშაულის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში წარდგენილია ორი დადგენილება 16 წლის მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მაგრამ უმრავლესობამ მმართველი პარტიის ტექსტს დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტმა მოსწავლეების მკვლელობის გახმაურებული საქმის შესწავლის შედეგების მიხედვით დადგენილება მიიღო - დოკუმენტი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მოამზადა.

„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ - სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს >>

დადგენილებას ხმა მისცა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ერთი იყო. საქართველოს პარლამენტში სულ 150 დეპუტატია.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51–ე  და პირველი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის  მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი №51–ე   სკოლაში დაიწყო.

ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
ზაზა სარალიძემ ილია მეორის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.

ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილება. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა მოითხოვს სარალიძის მკვლელობაში გ.ჯ.-ს დამნაშავედ აღიარებას, ხოლო დაცვის მხარე არასრუწლოვანი მსჯავრდებულების გამართლებას მოითხოვს.

სიტუაციის გასარკვევად ივნისში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. მასში შევიდა ორი პარტიის წარმომადგენლები - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. კომისიაში ადგილების უმრავლესობა ოპოზიციონერებს ეკავათ.

საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში. თუმცა, კომისიის წევრები შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს და კენჭისყრაზე გაიტანეს დადგენილების ორი ტექსტი - მმართველი პარტიის (პარლამენტის სახელით) და კომისიის.

„ყველას დიდი ბოდიში“ - სარალიძე ნანობს, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა >>

საქმეზე ორი თვალსაზრისი

კომისიის წევრებმა გამოკითხეს 79 ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, 51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ჩხუბის მონაწილეები იყვნენ, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები და საქმის გამომძიებლები.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

თუმცა მათ ვერ დაადგინეს, კონკრეტულად რა მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს და ვინ მოკლა დავით სარალიძე. ერთადერთი, ცნობილი გახდა, რომ საქმეში შეიძლება იყოს გარეული გამოძიების მთავარი მოწმე - არასრულწლოვანი მ.კ., და ასევე ის, რომ საქმის გამოძიება არასწორად და მიკერძოებულად წარმიმართა.

იმასთან დაკავშირებით, ვინ არის დამნაშავე უხარისხო გამოძიებაში, აზრი ორად გაიყო.

„წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე, ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად“, - ნათქვამია მიღებულ დადგენილებაში.

ხოლო პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კომისიის სახელით დაასახელა ის კონკრეტული პირები, რომლებიც გამოძიების არასწორ წარმართვასა და დამნაშავეების დაფარვაში არიან ბრალდებული. სიაში მოხვდნენ გამომძიებლები, პროკურორები, მთავარი პროკურორის მოადგილეები. პარტიამ მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოითხოვა. გარდა ამისა, პარტიამ ღიად მოითხოვა შს მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა.

ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო >>

მმართველმა პარტიამ კომისიის შეფასება პოლიტიკურად ჩათვალა და ამიტომ დადგენილება პარლამენტის სახელით მოამზადა.

რეკომენდაციები მთავრობისთვის

მიღებული დადგენილების თანახმად, პარლამენტი ურჩევს მთავარ პროკურატურას და შსს-ს განახორციელონ შიდა სამსახურებრივი მოკვლევა, რათა გამოძიების პროცესში მომხდარ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები გამოვლინდეს და მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
სროლა თბილისის ცენტრში: ერთ-ერთი დაჭრილი პატრიარქის ექიმის შვილია

პარლამენტი რეკომენდაციით, პროკურატურამ უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება მ.კ.-ს ქმედებებს და სარალიძის მკვლელობასა და შემდგომ მოვლენებში მ.კ.-ს როლი განსაზღვროს. მმართველმა პარტიამ აღნიშნა, რომ მ.კ.-ს ჩვენებებში ადგილი აქვს ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს.

გარდა ამისა, უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები ჩატარდეს.

პარლამენტის რეკომენდაციით, საჭიროა ჩატარდეს ჩხუბის დროს მომხდარი კიდევ ერთი მოსწავლის, გ.მ.-ის დაჭრის ფაქტის გამოძიება.

განათლების სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია შემუშავდეს სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი წესები, რომელიც ხელს შეუწყობს მანდატურების სამსახურის და სკოლების კოორდინირებულ მუშაობას.

განათლების სამინისტრომ ასევე უნდა შეიმუშავოს კონფლიქტების თავიდან აცილების და მათზე რეაგირების მექანიზმი, ასევე კონფლიქტებზე რეაგირებისთვის სოციალურ მუშაკთა დროული ჩართვის მექანიზმი.

შსს: ოჯახში ძალადობის რისკებისა და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა >>

პარლამენტის რეკომენდაციით, უნდა დადგეს იმ პირთა ქმედებების შეფასების საკითხი, რომლებმაც კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

ასევე უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაკონტროლდება ცივი იარაღის ბრუნვა და პირველი სასამართლო სხდომის დანიშვნამდე გამოძიების ვადა გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0