როდის ამოიჭრება პირველი სარძევე კბილი და როგორ ავიცილოთ თავიდან თანმდევი გართულებები

CC0 / Pixabay / vborodinova / Маленький ребенок улыбается
Маленький ребенок улыбается - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი კბილის ამოსვლა, ყოველთვის დიდი სიხარულია მშობლებისათვის, ვინაიდან ეს ბავშვის განვითარების ახალი ეტაპია. ზოგჯერ კბილები პრობლემების გარეშე ამოდის, ზოგჯერ კი გაკვეული გართულებები მოჰყვება.

 

როდის უნდა ველოდოთ პირველ კბილს, როგორ ავიცილოთ თავიდან თანმდევი გართულებები და როგორ მოვუაროთ პატარს პირის ღრუს, ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, ავერსის კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ობგაიძე საუბრობს.

© FB / Pikis Saatiთამარ ობგაიძე
როდის ამოიჭრება პირველი სარძევე კბილი და როგორ ავიცილოთ თავიდან თანმდევი გართულებები - Sputnik საქართველო
თამარ ობგაიძე

- დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელი პატარას პირველ კბილს განსაკუთრებულად ელის. ის სხვადასხვაგვარად ამოდის. ზოგი ჩვილი ჭირვეულობს, უარს ამბობს კვებაზე, ცუდად სძინავს, ზოგჯერ კი მოულოდნელად, კბილის ამოჭრა საუზმედ მირთმეული ფაფის კოვზის კბილზე შეხებით საამო წკრიალით ვლინდება.

სამი თვის ასაკიდან ბავშვს ნერწყვდენა უძლიერდება. პაწაწინა მუშტებს პირში იტენის და  გგონია, სადაცაა ნაადრევად ამოვა პირველი კბილი. გახსოვდეთ, ამ ასაკში ნერწყვდენა ფიზიოლოგიური ამბავია - სანერწყვე ჯირკვლები აქტიურ მუშაობას იწყებენ,  პატარა კი ნერწვის გადაყლაპვას ვერ ასწრებს.

ბავშვის სარძევე კბილები - Sputnik საქართველო
რა ასაკიდან და როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი კბილების გახეხვას

- როდის ველოდოთ კბილებს?

- ხშირად, ეს 6-8 თვეზე ხდება, როცა ქვედა შუა საჭრელი კბილები ამოდის. 8-9 თვეზე ზედა შუა საჭრელები გამოჩნდება, მე-9-10 თვეზე ამას მოჰყვება ზედა გვერდითი, ხოლო 10-12 თვეზე ქვედა გვერდითი საჭრელი კბილების ამოჭრა. მე-12-13 თვეზე ზედა, მე-13-15 თვეზე ქვედა საღეჭი კბილები ამოვა, ბოლოს კი ეშვები ამოჭრის. 2 წლის პატარას უკვე 20 კბილი აქვს.  ხანდახან ისე ხდება, რომ კბილების ამოჭრის ვადები ირღვევა. ნუ შეშინდებით. ეს ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს. ზოგჯერ კბილების ამოჭრის დაგვიანება მშობლების გენეტიკური თავისებურებებითაა გამოწვეული და ექიმის ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა არის მდგომარეობები, როცა კბილების ამოჭრა ამა თუ იმ დაავადების გამო იგვიანებს. დაგვიანება შეიძლება რაქიტმა, არასწორმა მოვლამ და არასრულფასოვანმა კვებამ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ გამოიწვიოს.

პატარა ბავშვის კვების პროცესი - Sputnik საქართველო
ჭარბი წონა – გენეტიკა თუ არასწორი კვებითი ჩვევები

ზოგჯერ პირველი კბილი ნაადრევად ამოიჭრება, უფრო იშვიათად კი ახალშობილი სულაც კბილით იბადება. როგორც წესი, ეს პაწაწინა კბილი წოვას ხელს უშლის და ამიტომ დამნაშავე „კიჭუნა“ სტომატოლოგიური ჩარევის მსხვერპლი ხდება ხოლმე. გახსოვდეთ, თუ თქვენს პატარას ერთი წლის და სამი თვის ასაკისათვის არც ერთი კბილი არ აქვს, ექიმს უნდა მიაკითხო და კბილების დაგვიანებული ამოჭრის მიზეზი დაადგინო.

- იწვევს თუ არა კბილების ამოჭრა ხველას და ფაღარათს?

- ხშირად მშობლები ცხვირიდან გამონადენს, ხველას, ფაღარათს, ცხელებას კბილების ამოჭრას უკავშირებენ. ასეთი დამთხვევა მართლაც ხდება.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კბილების ამოჭრის დროს პატარა ჭუჭყიან ხელებს და საგნებს ხშირად პირში იდებს, გასაგებია, რომ ინფიცირებაც უფრო ადვილად ხდება. დაბალი ცხელება კბილის ამოჭრას მართლაც შეიძლება სდევდეს თან - ამ დროს ხომ ღრძილის ქსოვილის დარღვევა ხდება, რაც მცირე ანთებით რეაქციას ნიშნავს.

რძიანი ფაფა - Sputnik საქართველო
ტყუილ-მართალი ჯანსაღი კვების შესახებ: 7 მითი და ამდენივე სიმართლე

- რა ნიშნები აუწყებენ მშობლს პირველი კბილის ამოჭრას?

- ეს არის ნერწყვდენის უფრო მეტად გაძლიერება, ღრძილების ქავილი-პატარა ყველაფერს პირში იდებს, სიამოვნებს, როცა ღრძილებზე ეხებით. ასევე მომატებული ჭირვეულობა, ჩაძინების გაძნელება,  კვებაზე უარით თქმა.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობლი კბილების ამოჭრის დროს?

- პატარას ისეთი სათამაშოები შეურჩიეთ, რომელთაც ადვილად გარეცხავთ. რბილი და ფუმფულა სათამაშოები ამ დროს არ გამოდგება. ბავშვი ხომ მათ გამუდმებით პირში იდებს. შეიძინეთ სპეციალური გელისშემცველი სათამაშოები, რომელთაც წინასწარ მაცივარში გააციებთ და შემდეგ პატარას შესთავაზებთ. ცივი სათამაშო მცირე ხნით ღრძილების დისკომოფტს დაუამებს. გაღიზიანებულ ღრძილებს ცივი ხილიც შველის. მიეცი უფლება, შესიებული ღრძილებით დააქუცმაცუს ცივი დაჭყლეტილი ბანანი ან ატამი. განახორციელე ზეწოლა სუფთა თითით ღრძილებზე. განსაკუთრებული ჭირვეულობის დროს სჯობს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი შესთავაზო.

თამუნა ყურაშვილი - Sputnik საქართველო
ყურაშვილი: ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მისი დაბადებიდანვე უნდა ვიზრუნოთ

- შესაძლებელია გამოვიყენოთ  ტკივილგამაყუჩებელი გელი ღრძილებისათვის?

- არა! ნუ გამოიყნებ ბენზოკაინის შემცველ გელებს ამ ასაკში. მათ შესაძლებელია მძიმე პათოლოგია - მეტჰემოგლობინემია გამოიწვიონ. ეს, რა თქმა უნდა, ხშირი გართულება არ არის, მაგრამ ზოგჯერ ის თავს იჩენს. ამ დროს ჰემოგლობინის გარდაქმნა ისეთ ფორმად ხდება, რომელიც ჟანგბადს ვერ იერთებს, ეს კი ფატალურად შეიძლება დასრულდეს.

თუ გელის გამოყენებიდან რამდენიმე წუთში შენიშნე შემდეგი ნიშნები-კანის მორუხო შეფერვა, სისუსტე, გონების დაკარგვა, პულსის ჩქარება. სუნთქვის გახშირება, ზერელე სუნთქვა, ნიშნავს იმას, რომ ადგილი აქვს გართულებას და სასწრაფოდ სამედიცინო დახმარება გჭირდება.

კუ - Sputnik საქართველო
კუ კულულებით, კუ კულინარიაში და ფენ-შუი...

- როგორ მოვუაროთ პირველ კბილებს?

- შეიძლება გაოცდეთ, მაგრამ კბილების მოვლა მათი ამოჭრისთანავე იწყება.  შეგიძლიათ ჩვილისათვის განკუთვნილი სპეციალური რბილი ჯაგრისი ან სულაც სუფთა, წყლით დასველებული რბილი ნაჭერი გამოიყენო. დილა-საღამოს, ნაზად გაუწმინდე ჩვილს პატარა კბილები. სამი წლიდან კი ასწავლე, როგორ გაიხეხოს კბილები დამოუიდებლად.

ყველა ახალი ამბავი
0