ყურაშვილი: ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე მისი დაბადებიდანვე უნდა ვიზრუნოთ
„ბავშვს კბილები ამოსდის 6–8 თვის ასაკიდან და ამავე დროიდან შესაძლებელია გაჩნდეს კარიესი. ამიტომ პირველივე ამოსული კბილი უნდა გავუსუფთაოთ ბავშვს. შესაძლოა, ბავშვს კბილები ბინტით გაუსუფთაოთ ან შეიძინოთ თითზე წამოსაცმელი სპეციალური ჯაგრისი და ის გამოიყენოთ“, — ამბობს თამუნა ყურაშვილი.
სტომატოლოგის თქმით, ყველაფერს, საბოლოო ჯამში, მივყავართ ჰიგიენასთან. ჯანმრთელი პირის ღრუს საწინდარი კი სწორი ჰიგიენაა.