თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საკეისრო კვეთების წილი გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
2017 წელს საქართველოში საკეისრო კვეთა 23,4 ათასმა მშობიარემ ჩაიტარა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44,6%-ია. 2016 წელს კი მსგავსი შემთხვევები 24,4 ათასზე მეტი იყო (43,7%).
საქართველოში სამშობიარო კლინიკებისთვის სანქციები 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა, რომელთა თანახმად, სამშობიარო სახლებს უფლება აქვთ, სამედიცინო ჩვენების გარეშე გარკვეული რაოდენობის საკეისრო კვეთა ჩაატარონ – ესაა წელიწადში საკეისრო კვეთების რაოდენობის 40%. ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას აჯარიმებენ.
საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულების გარეშე – საქართველოში სამშობიარო სახლებს აჯარიმებენ>>>
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საკეისრო კვეთას – 800 ლარით. თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო მაჩვენებლებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 800-ის ნაცვლად 500 ლარს იხდის.
საქართველოში საკეისრო კვეთების რაოდენობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.