საკეისრო კვეთა სამედიცინო დანიშნულების გარეშე – საქართველოში სამშობიარო სახლებს აჯარიმებენ

© photo: Sputnik / Sergey Krasnoukhov / გადასვლა მედიაბანკშიორსულის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ორსულის ულტრაბგერითი გამოკვლევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სანქციების ქვეშ 14 სამედიცინო დაწესებულება მოყვა

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოში 2017 წლის მარტიდან დღემდე, საკეისრო კვეთის დასაშვები რაოდენობის გადაჭარბების გამო, 14 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დაჯარიმებულ სამშობიარო სახლებს შორის მოხვდნენ ისეთი ცნობილი კლინიკები, როგორიცაა ჩაჩავას კლინიკა, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, დავით დავარაშვილის კლინიკა, კლინიკა „იმედი“, „ჰერა 2011“ და სხვა.

ორსულობა - Sputnik საქართველო
ორსულობა და მშობიარობა საქართველოში - ფასები და რჩევები

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ 2017 წელს საკეისრო კვეთების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ საკეისრო კვეთის ჩატარებაზე რეგულაციებია დაწესებული, არ შემცირდა და 44,4% შეადგინა.

სამშობიარო სახლებს საქართველოში უფლება აქვთ, სამედიცინო მაჩვენებლების გარეშე, გარკვეული რაოდენობის საკეისრო კვეთა ჩაატარონ – ესაა წელიწადში საკეისრო კვეთების რაოდენობის 40%. ამ მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას აჯარიმებენ.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საკეისრო კვეთას – 800 ლარით. თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო მაჩვენებლებით, არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 800–ის ნაცვლად 500 ლარს იხდის.

„საინტერესო ფაქტები ორსულობისა და ჩვილების შესახებ">>

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობამ 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0