კალაძე: თბილისის მერიას ტაქსების შეღებვასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმა აქვს

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებენ.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik.  თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ ტაქსების თეთრ ფერად გადაღებვასთან დაკავშირებით საინტერესო გეგმას წარმოადგენს.

თბილისში შეიძლება ტაქსი გაძვირდეს>>>

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან თბილისში ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. კალაძის რეფორმა ორ ეტაპად იყოფა. ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ლიცენზიის აღებას გულისხმობს, 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს.

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ ტაქსის ფერი შეარჩია

„გადაღებვით ტაქსების რაოდენობა არ შემცირდება. ეს არის მეორე ეტაპი. აღნიშნული ვალდებულება შემოდის 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, თუმცა ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმ ბენეფიტებსაც, რომლებსაც ლიცენზიის მფლობელი ტაქსისტები მიიღებენ", – განაცხადა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

კალაძის სიტყვებით, ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი გადასახადების გარეშე ისარგებლონ ქალაქში გამოყოფილი კონკრეტული ადგილებით, პარკირების სისტემით. ლიცენზიის მქონე მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ავტომობილებზე განათავსონ რეკლამა და მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება.

„პირველ ეტაპზე ტაქსის მანათობელს ლიცენზიის მქონე მძღოლს დედაქალაქის მერია გადასცემს. შეღებვას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმა შემუშავებული, რომელსაც უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ახალი რეგულაციის თანახმად, ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ მოუწევთ სპეციალური ნებართვის აღება, რომლის ღირებულებაც 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში — 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში ლიცენზიის აღება უფასოა.

ამ დროისთვის 6,2 ათასზე მეტი ნებართვაა გაცემული.

ყველა ახალი ამბავი
0