ქართული ატმოსფერო მოსკოვის ცენტრში: რუსეთის დედაქალაქში „თბილისობა“ გაიმართება

© photo: Sputnik / Anna Serebryanskaya„თბილისობა" მოსკოვში
„თბილისობა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულის „თბილისობა მოსკოვში“ მთავარ კონცერტზე ქართველი და რუსი შემსრულებლები გამოვლენ

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვი ქართულ დღესასწულს – „თბილისობა“ მერვედ შეუერთდება – ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა მოსკოვში 2018“ „ერმიტაჟის“ ბაღში 6 ოქტომბერს გაიმართება.

ღონისძიება მოსკოველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, ჩაეფლონ საქართველოს, მისი ისტორიის, ულტურის ატმოსფეროში, გაეცნონ ქვეყნის ერონულ სამზარეულოსა და ენას.

თბილისობა - Sputnik საქართველო
„თბილისობა" ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

მოსკოვში თბილისობის ორგანიზატორია ქართველი მომღერალი თამთა ფულარიანი. ფესტივალი სტუმრებს მოსკოვის დროით 12:00–დან 21:00 საათამდე უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

დღესასწაულის მთავარ კონცერტზე გამოვლენ შემსრულებლები საქართველოდან და რუსეთიდან: ვახტანგ კალანდაძე, ბოჯგუების ოჯახი, აჩი ფურცელაძე, გიორგი მელიქიშვილი, შალვა მორელი, ევგენი გორი და სხვა. მიმდინარეობს შემსრულებელთა სიის შევსება.

„თბილისობის“ სივრცე რამდენიმე სადღესასწაულო ზონად დაიყოფა: პოპულარული მოსკოვური რესტორნები წარმოადგენენ ქართულ სამზარეულოს. ჩატარდება ჩურჩხელის დამზადების მასტერ–კლასი.

ფესტივალზე დაგეგმილია ღვინის დეგუსტაცია. დადგამენ ამ დღისთვის სპეციალურად დამზადებულ საწნახელს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავად დაამზადონ ყურძნის წვენი უძველესი ტექნოლოგიით. ეს ყველაფერი ქართული მელოდიების ფონზე ჩაივლის.

თბილისობა მინსკში - Sputnik საქართველო
მინსკი „თბილისობა-2018“-სთვის ემზადება

ასევე, ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ქართული ენის ონლაინ–სკოლას Geolanguage ეწვიონ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ლიანა ბაშალეიშვილი ქართული ენისა და ეთნოგრაფიის საკითხებზე ლექციას წაიკითხავს.

ქართული სული იტრიალებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ზონაში: გამოიფინება ფერწერული ნიმუშები, ინტერიერის ნივთები, სუვენირები, კერამიკული ნაკეთობები და თანამედროვე ქართველი დიზაინერების სამოსი.

პატარა სტუმრებისთვი ბაღში მოეწყობა ხატვის ზონა ხატვის სკოლის პედაგოგის, ვერონიკა კალაჩოვას ხელმძღვანელობით.

თბილისში თბილისობას 34–ედ აღნიშნავენ. ის ოქტომბრის დასაწყისში – 6–7 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამიერიდან „თბილისობის" აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.

ყველა ახალი ამბავი
0