„თბილისობა" ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება

გამოწერა
ამიერიდან „თბილისობის" აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. „თბილისობა 2018" 6-7 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ავტობუსი გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
„ღამის ავტობუსები“ თბილისში სექტემბრიდან იმოძრავებენ

მისი სიტყვებით, ამიერიდან „თბილისობის" აღნიშვნის ტრადიცია ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დამკვიდრდება.

"ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა „თბილისობის" თარიღის წინასწარ დასახელების თხოვნით, რადგან ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესია. მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში „თბილისობა" გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. ტურისტული კომპანიებისთვისაც კარგი იქნება, რადგან წინასწარ ეცოდინებათ და მოემზადებიან ამ ღონისძიებებისთვის", – განაცხადა კახა კალაძემ.

2018 წელს 39-ე „თბილისობა" გაიმართება. ქალაქის დღე პირველად 1979 წელს იზეიმეს. ღონისძიების გამართვის ინიციატორი ცნობილი ქართველი მოგზაური, ეთნოგრაფი და ჟურნალისტი გვანჯი მანიაა.

1989-1994 წლებში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო „თბილისობის" ზეიმი არ ჩატარებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0