ამ დღეს მინსკში გაიხსნება აქტივაციის უამრავი ზონა, წარდგებიან ცნობილი არტისტები, ჩატარდება მასტერ-კლასები, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
გასულ წელს „თბილისობას“ მინსკში დაახლოებით 45 ათასი სტუმარი დაესწრო, წელს პროექტის ინიციატორები უფრო მეტ სტუმარს ელოდებიან.
წელს საქართველო დამოუკიდებლობის ასი წლისთავს აღნიშნავს, ამიტომ ორგანიზატორებმა ბელარუსებს ყველაფერი საუკეთესო უნდა უჩვენონ.
მუსიკა
მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში წარდგებიან სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივები, თუმცა წელს სტუმრებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზია მომზადებული.
დღისით სტუმრები მოუსმენენ „ქართულ ხმებს“, ანსამბლ „ერისიონს“. ბელარუსები მოუსმენენ განთქმულ ქართულ მრავალხმიანობას, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
საღამოს „თბილისობა-2018“-ის სცენაზე გაიჟღერს ჯაზი — მას შეასრულებენ როგორც ქართველი, ისე ადგილობრივი მუსიკოსები.
„თბილისობა“ ნიუ-იორკში, ანუ ქართული ფარიკაობა, ფელამუში და ჩურჩხელა Wolfe's pond park-ში >>
დღის ჰედლაინერი გახდება ჯაზ-კულტურის მსოფლიო ლიდერი და ეროვნული მუსიკის ნამდვილი სიმბოლო — ნინო ქათამაძე, რომელიც კონცერტს უსასყიდლოდ გამართავს. სტუმრები ასევე ჯგუფ Insight-ს მოუსმენენ.
ქალაქის ცენტრში მუსიკა (რა თქმა უნდა, ცეკვის თანხლებით) შუაღამემდე არ შეწყდება.
გართობა
„თბილისობაზე“ 2018 წელს იმოქმედებს უამრავი გასართობი ზონა. სტუმრებისთვის მომზადებულია ასი აუცილებელი საქმის სია, რომელიც საქართველოს გაცნობაში დაეხმარებათ.
კერძოდ, სტუმრებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიშორონ სიმაღლის შიში, სკეიტზე სრიალს, კარაოკეში სიმღერას, თმის შეღებვას საქართველოს დროშის ფერებში. ღონისძიების ფარგლებში იმუშავებს პირველი „ტურბაზარი“, სადაც ყველა საჭირო და საინტერესო ამბებზე მოუყვებიან, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლისას იქნება საჭირო.
მოედანზე ლექციებით წარდგებიან მოგზაურები და ბლოგერები — ამ ზონაში სტუმრები მოუსმენენ, როგორ უნდა დაიპყრონ ყაზბეგი, რომელ მდინარეებზე კარგია ჯომარდობა და როგორ შეიძლება გადაიხადო ეფექტური ქორწილი თბილისის ყველაზე ლამაზ ბაღში.
ქართულ დღესასწაულზე დასწრება თავისუფალია, ის დღის 12:00 საათზე დაიწყება და 00:00 საათამდე გაგრძელდება.